ქრისტინე შარაშიძე
ანა სოლოღაშვილი
ელისაბედ ნაკაშიძე
მინადორა ორჯონიკიძე
ელეონორა მახვილაძე
 
 
 
 
 
 

ქრისტინე შარაშიძექრისტინე შარაშიძე

პედაგოგი, დამფუძნებელი კრების წევრიპედაგოგი, დამფუძნებელი კრების წევრი

1887-19731887-1973

ბიოგრაფია

რისტინე (ჩიტო) შარაშიძე 1887 წლის 2 აგვისტოს, სოფელ ბახვში დაიბადა. მისი მშობლები - ნინა ქიქოძე და გიგო შარაშიძე სახალხო მასწავლებლები იყვნენ. მის ოჯახს მატერიალურად საკმაოდ უჭირდა, თუმცა, ამ პრობლემებს მისი მშობლები ერთობლივად უმკლავდებოდნენ.

თავდაპირველად, ქრისტინე ბახვის სკოლაში, შემდეგ კი, ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, საიდანაც 1904 წელს, მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობის ორგანიზატორობის გამო პოლიტიკურად არასაიმედო მოსწავლედ შერაცხეს და გიმნაზიიდან გარიცხეს. მის ხასიათსა და მეამბოხე სულზე ეს ფაქტი კარგად მეტყველებს. სულ რაღაც 17 წლის ქრისტინემ სისტემის წინააღმდეგ, პირველად სწორედ ამ მოძრაობის შექმნით გაილაშქრა და გარშემო თანამოაზრეების შემოკრებაც მოახერხა.

ქრისტინე შარაშიძე

პედაგოგი, დამფუძნებელი კრების წევრი

1889-1973

ქრისტინე (ჩიტო) შარაშიძე 1887 წლის 2 აგვისტოს, სოფელ ბახვში დაიბადა. თავდაპირველად, ქრისტინე ბახვის სკოლაში, შემდეგ კი, ქუთაისის წმინდა ნინოს ქალთა გიმნაზიაში სწავლობდა, საიდანაც 1904 წელს, მოსწავლეთა რევოლუციური მოძრაობის ორგანიზატორობის გამო პოლიტიკურად არასაიმედო მოსწავლედ შერაცხეს და გიმნაზიიდან გარიცხეს. მის ხასიათსა და მეამბოხე სულზე ეს ფაქტი კარგად მეტყველებს. სულ რაღაც 17 წლის ქრისტინემ სისტემის წინააღმდეგ, პირველად სწორედ ამ მოძრაობის შექმნით გაილაშქრა და გარშემო თანამოაზრეების შემოკრებაც მოახერხა. თავადვე აღნიშნავს, რომ ამ პერიოდში, უაღრესად გატაცებული იყო რევოლუციური იდეებით და ატესტატი, თუ რაიმე სხვა ოფიციალური მოწმობა, სრულიად ზედმეტად მიაჩნდა. თუმცა, ისევ დედის პატივისცემითა და ხათრით, ქრისტინემ ერთი წლის შემდეგ, გიმნაზიაში სწავლა აღადგინა და დაამთავრა კიდეც. შემდეგ, მშობლების დახმარებით, საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ჩიტოს ბევრი მეგობარი არ ჰყოლია. როგორც მისი დის შვილიშვილი, ნინა ქარცივაძე აღნიშნავს, სახლში ბევრს არ საუბრობდა, მისი მეგობარი ფურცელი იყო, რადგან სულ წერდა და წერდა. მისივე თქმით, ქრისტინეს დასავლური შეხედულებები ჰქონდა. ქრისტინე შარაშიძე, მშობლების მსგავსად, პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1907-1923 წლებში, ქუთაისისა და თბილისის საშუალო სასწავლებელთა უფროს კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. მომდევნო წლებში კი, სახალხო მასწავლებელთა კურსებზე ლექციებს კითხულობდა. პარალელურად, 1916-1921 წლებში, ქრისტინე ,,ჯეჯილის” სარედაქციო კოლეგიის წევრი იყო, 1917 წელს, ის ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” გამგეობის” წევრად აირჩიეს. ამავე წლებში, ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი საზოგადოების თანადამფუძნელებელია. მისთვის მასწავლებლობა დიდ პასუხისმგებლობას წარმოადგენდა. პირადი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ძალიან თავმდაბალი იყო - მუდმივად ეჭვი შეჰქონდა საკუთარ თავში და ფიქრობდა, რომ ძალიან ბევრი ჰქონდა სასწავლი იმისთვის, რომ საკუთარი მიზნებისთვის მიეღწია. ხშირად ბრაზობდა საკუთარ თავზე და მუდმივად ტანჯავდა შინაგანი უკმაყოფილება. საკმაოდ ბევრ ჩანაწერში ჩანს, რომ ხშირად მიეცემოდა ხოლმე თვითგვემას და საკუთარ თავს ეგოისტს, ქარაფშუტას უწოდებდა. ,,როგორ მტანჯავს ყოველი ჩემი მიკროსკოპიული ნაკლულევანებაც კი!”, ,,ნეტავი მოვკვდებოდე, რომ ჩემივე თვალით არ ვუცქირო ჩემივე უილაჯობას” - ამბობდა ქალი, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი და უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ერთი შეხედვით მკაცრი და თავდაჯერებული ქრისტინე, ყოველი საჯარო გამოსვლის წინ საშინლად ნერვიულობდა. მიუხედავად ასეთი მეამბოხე სულისა, ქრისტინე მშვიდობისმოყვარე, ნამდვილი დიპლომატი იყო. ეს ნათლად ჩანს მისი ერთ-ერთი მოგონებიდან, როდესაც მან დაშნაკებისა და მათი მოწინააღმდეგეების კონფლიქტი მისთვის დამახასიათებელი, დიპლომატიური და თამამი საუბრით მოაგვარა. როდესაც, ე.წ ,,მფრინავთა რაზმის” წევრი იყო, მშვიდობის დამყარების სურვილით შეპყრობილი ქრისტინე, რაზმის დანარჩენ წევრებთან ერთად, დაშნაკი ოფიცრის არმიისა და ,,მტრის უბნის” კონფლიქტს წააწყდა. ჩიტომ ვორონცოვ-დაშნაკის ადიუტანტს მიმართა და განუცხადა, რომ მთავრობის ჯარების ასეთი ქცევა სიმშვიდეს ვერ დაამყარებდა და საჭირო იყო სიტყვიერი მოლაპარაკება, დაჭრილების პატრონობა, რაც მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ სამხედრო მოქმედებები შეწყდებოდა. ქრისტინემ მეფისნაცვლის ადიუტანტს სთხოვა, სროლის შეწყვეტის განკარგულება გაეცა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა. თავის ჩანაწერებში, ამ პერიოდიდან ის კიდევ ერთ საინტერესო ისტორიას იხსენებს. ერთ-ერთი არეულობის დროს, ქრისტინეს მისმა უფროსმა ძმამ - შალვამ უთხრა, რომ კრებაზე სწორედ ის უნდა შესულიყო და მოეყოლა, თუ რა ხდებოდა ქუჩებში. ქრისტინემ მღელვარედ გადმოსცა ამ დღის შთაბეჭდილებები 30-მდე პირის წინაშე. იმ ღამეს კი, გაიგო, რომ მისი ნაამბობის შესახებ ბოლშევიკების კორას უთქვამს: ,,მართლა გგონიათ, რომ იმ განერვიულებული ქალბატონის ერთი სიტყვა მაინც დავიჯერე?”. ქრისტინე გამორჩეულად უშიშარი და გამბედავი იყო. დაუფიქრებლად იმაღლებდა ხმას წარმოუდგენლად საშიში სისტემის წინააღმდეგ და პირდაპირ ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა. სიტყვებს ტყვიასავით ისროდა და მიზანში სვამდა მაშინაც კი, როცა მის ყურებთან ნამდვილი ტყვიები ზუზუნებდა. 1919 წლის 12 მარტს, ქრისტინე ერთ-ერთი პირველი ქართველი პარლამენტარი ქალი, ანუ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი გახდა. ის სოციალ-დემოკრატების პარტიაში გახლდათ. ქრისტინე, ასევე, იყო დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის უმცროსი მდივანი და საბიბლიოთეკო, სარედაქციო და სახალხო განათლების კომისიების წევრი. მასთან ერთად, დამფუძნებელი კრების წევრი ქალები გახდნენ ელეონორა ტერ-პარსეგოვა-მახვილაძისა, მინადორა ტოროშელიძე, ანა (ოლღა) სოლოღაშვილი და ელისაბედ (ლიზა) იოსების ასული ნაკაშიძე-ბოლქვაძე. ყველა მათგანი, ქრისტინეს მსგავსად, სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკების) პარტიის წევრია. ჩიტო შარაშიძე პირველად ოზურგეთში, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ, 1921 წლის აგვისტოში, რამდენიმე დღით დააპატიმრეს. 1922 წლის თებერვალში, საქართველოს ოკუპაციის 1 წლისთავის აღნიშვნისას დაგეგმილი ანტისაბჭოთა დემონსტრაციების აღსაკვეთად, საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომისიამ, იზოლაციის მიზნით, ანტისაბჭოთა პარტიების ლიდერებისა და აქტიური წევრების დაპატიმრება დაიწყო. მათ შორის იყო ქრისტინეც, რომელიც 1922 წლის 17 თებერვალს, ქუჩაში საგანგებო კომისიის #3090 ორდერით დააპატიმრეს. მას მე-10 პედაგოგიურ ტექნიკუმში, რომელშიც მასწავლებლად მუშაობდა, მოსწავლეთა გაფიცვასთან კავშირი ბრალდებოდა. ამავე წლის 23 მარტს, ქრისტინეს 6 თვით იზოლაციის წესით დაპატიმრება მიუსაჯეს, თუმცა, 6 მაისს, ავადმყოფობის გამო, ძმის - შალვა შარაშიძის თავდებობით გაათავისუფლეს. 1931 წელს ქრისტინემ სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი დაასრულა. 1940-1945 წლებში, ივ. ჯავახიშვილისა და ს. ჯანაშიას მიწვევით საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერების შესწავლა-გადმოღებაზე მუშაობდა. 1936-1937 წლებში, მუშაობდა შოთა რუსთაველისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენის მოწყობაზე, ასევე, მისი ხელმძღვანელობით შედგა რუსთაველის პირველი ვრცელი ბიბლიოგრაფია, რომელშიც 2000-ზე მეტი ბარათი განთავსდა. 1945 წლიდან 1958 წლამდე, მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერთა განყოფილების მეცნიერ-თანამშრომლად. 1958-1964 წლებში კი, ქრისტინე საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლად გადაიყვანეს. ქრისტინე შარაშიძეს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ნაბეჭდი წიგნისა და ქართული შრიფტის განვითარების მეცნიერულ კვლევა-ძიებაში. ამ საკითხებს მან რამდენიმე ნაშრომი მიუძღვნა: ,,ქართული შრიფტი ამსტერდამში”, ,,ქართული ნაბეჭდი სახელმძღვანელოები”, ,,ქართული ანბანი მე-19 საუკუნემდე”. ასევე, მის კალამს ეკუთვნის ,,ქართული წიგნის” პირველი ტომი, 1629-1860 წლების ნაბეჭდ წიგნთა აღწერილობები და მონოგრაფია ,,პირველი სტამბა საქართველოში”. ასევე, ქრისტინემ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოს ეკონომიკური და სოციალურ-პოლიტიკური განვითარების ისტორიის კვლევაში. ჯამში, დამუშავებული აქვს IX-XIX საუკუნეების 1500-ზე მეტი ხელნაწერი. ქრისტინე შარაშიძე დაქორწინებული არასდროს ყოფილა და არც მემკვიდრე დარჩენია. მთელი ცხოვრების მანძილზე, ერთი მამაკაცი - გაბო ცისკარიშვილი უყვარდა, რომელიც 1924 წელს, ბოლშევიკებმა დახვრიტეს. ქრისტინემ სიყვარულის ობიექტს, 1964 წელს, მისი სიკვდილიდან 40 წლის შემდეგ, წერილი მიუძღვნა. ერთ-ერთ ჩანაწერში აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც იხილა ვინმე ლიდას რეაქცია შვილის - არჩილის სიკვდილის გაგებაზე, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ამის შემდეგ შვილზე ოცნებას არ გაბედავდა და არც დაქორწინდებოდა ოდესმე. ცნობილია, რომ ექვთიმე თაყაიშვილის ცხედარი, ოცამდე ადამიანთან ერთად, ქრისტინე შარაშიძემაც გააცილა და იყო პირველი, ვინც გამოსათხოვარი სიტყვის წარმოთქმა გაბედა. „. . . რომელიმე ქვეყნის ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენათ მტკიცეთ, პატიოსნათ და შეგნებით ასრულებს თავის მოვალეობას თითოეული მოქალაქე - უბრალო მწყემსიდან დაწყებული ქვეყნის მმართველ პიროვნებამდე! თუ ისინი ერთგულად და პატიოსნათ ეპყრობიან თავის მოვალეობას, თუნდაც სულ მცირედი იყოს ეს მოვალეობა, მაშინ ასეთი ქვეყნის კეთილდღეობა და ბედნიერება უზრუნველყოფილია . . .“

ანა სოლოღაშვილიანა სოლოღაშვილი

საზოგადო მოღვაწე, დამფუძნებელი კრების წევრისაზოგადო მოღვაწე, დამფუძნებელი კრების წევრი

1882-19371882-1937

ბიოგრაფია

ცდაერთი წლის ასაკიდან სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი იყო, არაერთხელ დაუპატიმრებიათ მეფის რუსეთის დროს. 1919-21 წლებში დამფუძნებელი კრების საბიბლიოთეკო და სარედაქციო კომისიებში მოღვაწეობდა. 1925 წლიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. აქტიურად მონაწილეობდა ანტისაბჭოთა მოძრაობაში.

1937 წელს დააკავეს და შინსახკომის „ტროიკის“ გადაწყვეტილებით,ანტისაბჭოთა და ანტისაკოლმეურნეო პროპაგანდის, აგრეთვე „შოვინისტური განწყობების“ ბრალდებით დახვრიტეს.

ელისაბედელისაბედ

ნაკაშიძენაკაშიძე

-ბოლქვაძე-ბოლქვაძე

პოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრიპოლიტიკოსი, დამფუძნებელი კრების წევრი

1885-19371885-1937

ბიოგრაფია

1904 წლიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის მუშაობაში. 1917 წელს „გურიის ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარედ აირჩიეს, 1919 წლიდან კი დამფუძნებელი კრების შრომის კომისიის წევრი გახდა. ანტისაბჭოთა მოღვაწეობისთვის პირველად, 38 წლის ასაკში, ურალის მხარეში გადაასახლეს. 1925 წელს ელისაბედი საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ ერთ წელიწადში კვლავ დააკავეს ‒ ჯერ ციმბირში, მინუსინსკის პოლიტ-იზოლატორში მოათავსეს, შემდეგ კი ურალსკისა და ალთაის მხარეში გადაასახლეს.

1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ის კრასნოიარსკის მხარეში კონტრრევოლუციური საქმიანობისთვის დახვრიტეს.

მინადორამინადორა

ორჯონიკიძე-ორჯონიკიძე-

ტოროშელიძეტოროშელიძე

საზოგადო მოღვაწე, დამფუძნებელი კრების წევრისაზოგადო მოღვაწე, დამფუძნებელი კრების წევრი

1879-19671879-1967

ბიოგრაფია

წავლობდა ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში, 1901 წლიდან კი ჟენევის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. შვეიცარიაში სწავლის დროიდან აქტიურად მონაწილეობდა სოციალისტური წრეების მუშაობაში. დამფუძნებელი კრების წევრად არჩევის შემდეგ მონაწილეობდა შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების საქმიანობაში. 1921 წელს, საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის დროს, მუშაობდა წითელ ჯვარში, შემდეგ ორგანიზაციაში „არა“ („ამერიკული დახმარების ორგანიზაცია ‒ American Relief Administration), ხელმძღვანელობდა ქალთა არალეგალურ ორგანიზაციას და აქტიურ ანტისაბჭოთა მოღვაწეობას ეწეოდა.

1924 წელს ერთი წლით მოსკოვში იძულებით გაასახლეს, 1936 წლიდან კი ყაზახეთში გადაასახლეს, თბილისში დაბრუნების უფლება მხოლოდ თოთხმეტი წლის შემდეგ მისცეს. გადასახლებაში ყოფნისას აქტიურ სამედიცინო პრაქტიკას ეწეოდა და რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა.

1937-38 წლებში დახვრიტეს მისი მეუღლე და ორივე შვილი. გარდაიცვალა 1967 წელს.

ელეონორა ტერ-ელეონორა ტერ-

ფარსეგოვა-მახვილაძეფარსეგოვა-მახვილაძე

დამფუძნებელი კრების წევრიდამფუძნებელი კრების წევრი

1875-გ. უცნობია1875-გ. უცნობია

ბიოგრაფია

აამთავრა თბილისის ქალთა გიმნაზიის კურსები. 1905 წლიდან საცხოვრებლად სოხუმში გადავიდა, სადაც პედაგოგად მუშაობდა. სოხუმში აქტიურ მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ გამოსვლებში. 1917 წლამდე რამდენჯერმე დააპატიმრეს. 1919-21 წლებში იყო დამფუძნებელი კრების შრომისა და სახალხო ჯანმრთელობის კომისიების წევრი. აქტიურად იყო ჩართული ანტისაბჭოთა მოძრაობაში, 1925 წელს არალეგალური სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრი გახდა, ერთ წელიწადში კი კვლავ დააკავეს და ქვეყნიდან გადაასახლეს.

ელეონორა 1930-იან წლებში საქართველოში დაბრუნდა და კერძო პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. გარდაიცვალა 30-იანი წლების პირველ ნახევარში, თბილისში, საკუთარ სახლში, ზუსტი თარიღი უცნობია.