სანდრო ახმეტელი სანდრო ახმეტელი

რეჟისორი, პოლიტიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი.რეჟისორი, პოლიტიკოსი, იურისტი, პუბლიცისტი.

1886-19371886-1937
ქართველი რეჟისორი, თანამედროვე ქართული თეატრის ერთ-ერთი ფუძემდებელი, 1886 წლის 14 აპრილს, სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში დაიბადა. ახმეტელების ოჯახი დიდი განათლებითა და ცოდნით გამოირჩეოდა. მამამისი - ვასილ ახმეტელაშვილი ანაგის თომა მოციქულის სამრევლო ეკლესიის დიაკვანი იყო, დედა -  მარიამ ოდიშელიძე. ახმეტელაშვილებს განსაკუთრებული ნიჭიერების გამო „მინისტერაანთები“ შეარქვეს. სანდროს ინტერესები ძალიან ფართო იყო, რაშიც გონებრივი მონაცემებიც ხელს უწყობდა. თეატრი, ლიტერატურა, პოლიტიკა, იურისპუდენცია, მუსიკა, ავიაცია - ეს იმ სფეროების ჩამონათვალია, რომელთა მიმართაც სანდრომ მკაფიო ინტერესი გამოავლინა.
1900 წელს სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. ოჯახი შემდეგ განჯაში გადავიდა და სანდროც განჯის გიმნაზიის მოსწავლე გახდა. ამ დროს იგი თავისუფალი აზროვნებისათვის გიმნაზიიდან გარიცხეს, რის შემდეგაც ძლივს აღადგინეს თბილისის გიმნაზიაში, სადაც ინსპექტორი ექვთიმე თაყაიშვილი ყოფილა. სანდროს დიდი ინტერესი პოლიტიკაში 1905 წელს, რუსეთის სოციალური რევოლუციის დროს გამძვინვარდა. აკრძალვების მიუხედავად ის მუდმივად დადიოდა თბილისში მიტინგებსა და დემონსტრაციებზე. ამ მოვლენების გამო იგი დააკავეს და მცირე ვადით ჩასვეს მეტეხის ციხეში. ციხიდან გამოსვლის შემდეგ სანდრო თელავში, ნათესავებთან დაბრუნდა, სადაც დებ როსტომაშვილებთან ერთად სამოყვარულო სპექტაკლები დადგა. ამ სპექტაკლებში მთავარ როლს ტასო როსტომაშვილი ასრულებდა. 

კარიერაკარიერა

ალექსანდრე ახმეტელი ალექსანდრე ახმეტელი

ლავრენტი ბერიალავრენტი ბერია

1876 - 19401876 - 1940
საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შინაგან საქმეთა მინისტრი
1907 წ.-
ტასო როსტომაშვილმა და სანდრომ იქორწინეს და მალევე პირველი შვილი, შალვა შეეძინათ.
1908 წ.-
სანდრომ პეტერბურგში იურიდიულ ფაკულტეტზე აბარებს. იურისტის განათლება მას საშუალებას აძლევს, რომ ის მუდმივად ჩართული იყოს სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. ამასთანავე იგი რუსულ პრესაში აქტიურად წერს მოხსენებებს თეატრის შესახებ.
1910 წ.-
ქვემო მაჩხაანში სანდრო პირველად გვევლინება, როგორც რეჟისორი. აქ იგი დგამს ალექსანდრე სუმბათაშვილ-იუჟინის პიესა „ღალატს”. სანდრომ თავად შექმნა გრიმები და კოსტიუმების მოდელები. სპექტაკლზე მუშაობამ დაახლოებით 2 თვეს გასტანა, მაშინ, როდესაც რუსეთში სპექტაკლები 1 კვირაში იდგმებოდა.
1918 წ.-
ახმეტელი აქტიურად ერთვება პოლიტიკურ საკითხებში. ის დამფუძნებელ კრებაში წარმოადგენდა რადიკალ-დემოკრატიულ გლეხთა პარტიას, თედო სახოკიასთან, შიო არაგვისპირელთან და დავით ჩიქოვანთან ერთად. 1918 წლის 26 მაისს ის, როგორც პოლიტიკოსი, ხელს აწერს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს.
1919 წ.-
სანდრო ახმტელი დგამს სანდრო შანშიაშვილის ლიბრეტოს მიხედვით შექმნილ, დიმიტრი არაყიშვილის ოპერას - „თქმულება შოთა რუსთაველზე“-ს.
1920 წ.-
თბილისის ქართულ თეატრში დგამს მის უმნიშვნელოვანეს ექსპერიმენტულ ნამუშევარს, „ბერდო ზმანია“-ს, რომელიც ასევე სანდრო შანშიაშვილის პიესის მიხედვით შეიქმნა.
1923 წ.-
1923 წელს კოტე მარჯანიშვილი თბილისში ბრუნდება და სანდრო ახმეტელს თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორად იწვევს. შემდეგ ხდება ამავე თეატრის მთავარი რეჟისორი. 
 
1926-1935 წლებში სადნრო რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად გვევლინება.
1924 წ.-
ქართველ არტისტთა კორპორაცია "დურუჯის" წევრები
ანთაძე დოდო, ანჯაფარიძე ვერიკო, ლორთქიფანიძე, მიშა, გველესიანი ალექსანდრე, მჟავია დიმიტრი, შავიშვილი, ბუჟუჟა ჩხეიძე, დათიკო ჩხეიძე, უშანგი დავითაშვილი, გიორგი პატარიძე, კუკური ხორავა, აკაკი ჭავჭავაძე, თამარ დონაური, ელენე ღამბაშიძე,ვეჩე ვასაძე, აკაკი მარჯანიშვილი, კონსტანტინე ახმეტელი, ალექსანდრე კორიშელი
1927-33 წლებში სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრში ცხოვრობდა და შენობაში მესამე სართულის სამი ოთახი ეკავა
ახმეტელის რეჟისორული დამოკიდებულება უნიკალურია: სპექტაკლებზე პირველს მას შემოაქვს განათებები, მბრუნავი სცენა, სულ სხვა მიდგომა მიზანსცენების მიმართ, დიდრონი დეკორაციები და კოსტიუმები. იგი თეატრს სახელმწიფოსავით უყურებს და აღნიშნავს, რომ თეატრმა უნდა იფუნქციონიროს ორგანიზებულად და სტრატეგიულად, რომ თეატრ-სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს ეროვნული შინაარსი, ფორმა და მიწოდება კი სოციალისტური. იგი თხოვს მსახიობებს დაიხარჯონ ბოლომდე. მისი რეპეტიციები შუაღამის 2-3 საათამდე გრძელდება. ახმეტელის მიერ შექმნილ სპექტაკლებში აისახა გრანდიოზული ისტორიული მოვლენების შედეგად დამყარებული ახალი საზოგადოების დამოკიდებულებანი, ჩაგვრისაგან გათავისუფლებული ადამიანის ინდივიდუალობა. 
სანდრო თავისუფალი აზროვნებისთვის მუდმივად იდევნებოდა. ათი წელი გრძელდებოდა მისი დამუშავება ლავრენტი ბერიას უშუალო ხელმძღვანელობით. ყველაზე ტრაგიკული მისთვის 1930 წლის წარმატებები აღმოჩნდა. მოსკოვის თეატრში „ლამარას“ ნახვის შემდეგ იოსებ სტალინსაც კი სხვანაირი აზრები გაუჩნდა მის მიმართ. საბჭოთა ხელმძღვანელების მოთხოვნის მიუხედავად, სანდრომ უცხოეთში ემიგრირებული რობაქიძის პიესა რეპერტუარიდან არ მოხსნა, რაც თეატრში ნაციონალური სულის მკაფიო გამოხატულებად მიიჩნიეს. 1930 წელს, ბერიას ბრძანების საფუძველზე, რუსთაველის თეატრი საზღვარგარეთ გასტროლებზე არ გაუშვეს.
სანდრო ახმეტელი რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.  სანდრო სამუშაოდ მოსკოვში, “მწვანე თეატრში” გადადის. სამშობლოდან განდევნილი რეჟისორი მოსკოვის თეატრალურმა საზოგადოებამ დიდი სიხარულით მიიღო, მაგრამ იგი სასჯელს მაინც ვერ გადაურჩა. იგი “მწვანე თეატრში” 1936 წლის 19 ნოემბერს აიყვანეს და მოსკოვიდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი დაპატიმრების შესახებ დადგენილება 1936 წლის 5 დეკემბერს გამოიცა, რაც სანდროს 7 დეკემბერს წარუდგინეს. სანდრო პროკურორის სანქციის გარეშე დააპატიმრეს. პროკურორს მონაწილეობა არ მიუღია არც წინასწარ გამოძიებაში და არც სასამართლო პროცესში.
222 დღე გრძელდებოდა მისი წამება. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ პირველი სამი თვის განმავლობაში ის ყველა ბრალდებას უარყოფს, მაგრამ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ ყველა წაყენებული ბრალდებას აღიარებს. ბერიას მითითებით, სასტიკი წამებისგან დაუძლურებული სანდრო ახმეტელი ღია მანქანით რუსთაველზე გაატარეს, რათა ხალხს ენახა, რა ბედი ელოდა “ხალხის მტერსა და მავნებელს”.
კომუნისტურმა რეჟიმმა სანდრო ახმეტელი ინგლისის დაზვერვის ახმეტელს ტროცკისტულ-ზინოვიევური ორგანიზაციის წევრობა და ხელოვნების სფეროში მავნებლური საქმიანობა ედებოდა ბრალად. ტერორისტულ ორგანიზაციაში თანამონაწილეობა არ აკმარეს და რეჟისორს ისიც კი დააბრალეს, რომ ლავრენტი ბერიასა და იოსებ სტალინის ფიზიკური განადგურება ჰქონდა განზრახული. 

სისხლიანი დასასრული

1937 წლის 28 ივნისს, ალექსანდრე ახმეტელს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის, სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა – დახვრეტა (ქონების კონფისკაციით); ხოლო მის მეორე მეუღლეს თამარ წულუკიძე-ახმეტელს – ათი წლით თავისუფლების აღკვეთა.
სანდრო ახმეტელი 1937 წლის 29 ივნისს დახვრიტეს.. 
1956 წლის 11 თებერვალს საბჭოთა კავშირის უმაღლესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიამ, სანდროსა და მისი მეუღლის თამარის რეაბილიტაცია მოახდინა.