გიორგი კვინიტაძეგიორგი კვინიტაძე

საქართველოს რესპუბლიკის მხედართმთავარი, გენერალი საქართველოს რესპუბლიკის მხედართმთავარი, გენერალი

1874 - 1970 1874 - 1970
ბიოგრაფია
იორგი კვინიტაძე 1974 წლის 21 აგვისტოს დაღესტანში პოლკოვნიკ ივანე კვინიტაძის ოჯახში დაიბადა. მისი ბაბუაც და მამაც სამხედროები იყვნენ, ამიტომ გიორგის ბედი პატარაობაშივე გადაწყდა, მას მამის მსგავსად რუსეთის არმიაში უნდა ემსახურა. სწორედ ამიტომ, ჯერ კიდევ 10 წლის გიორგი ტფილისის კადეტთა კორპუსში მიაბარეს, საიდანაც სწავლა პეტერბურგის ფეხოსანთა სასწავლებელში განაგრძო და წარმატებით დაამთავრა კიდეც ოფიცრის წოდებით.
მიუხედავად რუსეთში მსახურობისა, საქართველოს ისტორიაში იშვიათად თუ შეხვდებით მსგავს პატრიოტს და სამშობლოსთვის თავდადებულ მებრძოლს, როგორც გიორგი კვინიტაძე გახლდათ. ალბათ ეს იმის დამსახურებაცაა, რომ მამა პატარაობიდანვე ცდილობდა გაეღვივებინა მასში სამშობლოს სიყვარული და მართლაც, მისგან მისაბაძი მეომარი და ნამდვილი პატრიოტი დადგა.
1905-1917 წლამდე გიორგიმ მრავალი ჯილდო მიიღო ბრძოლაში გამოჩენილი გმირობისთვის. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის (1904-1905) და პირველ მსოფლიო ომებში (1914-1918). მკაცრმა აღზრდამ, დისციპლინამ და ფრონტზე ბრძოლამ დიდი გამოცდილება შესძინა მას.
გიორგი მაზნიაშვილი

ქართველი მხედარმთავარი, გენერალი.

მე არც მენშევიკი და არც ბოლშევიკი გენერალი ვარ. მე ქართველი გენერალი ვარ.

სამშობლოში დაბრუნება

1917 წელს გენერალი კვინიტაძე სამშობლოში დაბრუნდა. მან მიზნად დაისახა რეგულარული ქართული არმიის შექმნა და გაწვრთნა.1918-1921 წლებში გენერალი კვინიტაძე დამოუკიდებელ საქართველოს საბჭოთა რუსეთისგან იცავდა, მან ბოლშევიკების მეთაურობით დაგეგმილი არაერთი აჯანყება და ამბოხი ჩაახშო, რითაც გაახანგრძლივა საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა.
იგი თავისი საქმის უბადლო მცოდნე და პროფესიონალი იყო. საოცრად დიდ პასუხიმგებლობას გრძნობდა ქვეყნის და ხალხის წინაშე. ამიტომ აოცებდა სოციალ-დემოკრატების დამოკიდებულება საქმისადმი. მუდმივად უკმაყოფილო იყო სამხედრო სფეროში მიმდინარე მოვლენებით, უწესრიგობითა და არაკეთილსინდისიერი ადამიანების დაწინაურებით. სწორედ ამიტომ, არაერთხელ გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. თუმცა კრიტიკულ მომენტში მუდამ გვერდით ედგა საქართველოს და იბრძოდა ქვეყნის დამოუკიდბლობისთვის. ნოე ჟორდანია „ჩემი წარსულის“ ფურცლებზე იგონებს - „ როცა რუსები თავს დაგვესხენ, მთავარსარდლად დავნიშნე გენერალი კვინიტაძე, აქტიური, სწრაფი, მოქმედი, მხოლოდ ჯიუტი და მიუკარებელი“.

გენერალი

1921 წლის 14 თებერვალს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ
ქართული ჯარის მთავარსარდლად დანიშნა
გენერალი გიორგი კვინიტაძე.
იუხედავად იმისა, რომ გენერალი სიფიცხითა და სიჯიუტით გამოირჩეოდა იგი წარმოუდგენლად თავმდაბალი ადამიანი იყო. ერთხელ, მთავარსარდალი კვინიტაძე ამაყად მიდიოდა ცხენით ბათუმის ქუჩებში. მოულოდნელად მან თავისი მეგობრების შვილი დაინახა, სასწრაფოდ ჩამოქვეითდა და გამოელაპარაკა. მთავარსარდლის ამ უბრალო საქციელმა საზოგადოებაში აღფრთოფანება გამოიწვია და კიდევ უფრო პოპულარული გახადა.
გენერალი საოცრად პატიოსანი ადამიანი იყო, ემიგრაციაში მყოფს უკიდურესად უჭირდა თუმცა, არაფერს თაკილობდა რათა ოჯახი ერჩინა. თავდაპირველად, მუშაობა დაიწყო მასალების შენახვისა და გაცემის გამგედ ფირფიტების ქარხანაში. შემდეგ მაწვნის წარმოებასაც მიჰყო ხელი. ამ სიდუხჭირის მიუხედავად გენერლის სახლის კარი მუდამ ღია იყო ყველასთვის.
1919 წელს გენერალ გიორგი კვინიტაძის ინიციატივით თბილისში დაარსდა იუნკერთა ქართული ორწლიანი სასწავლებელი"
"არ არის ტყვია რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია, რომელსაც ჰკლავდნენ და არ კვდებოდა "

შეიარაღება

საქართველოს შეიარაღებული ძალების ტექნიკური აღჭურვილობა

ინფოგრაფიკში მოცემულია არასრული მონაცემები
სახალხო გვარდია

სულ 2,100 ადამიანი

 
იუნკერი

500 ადამიანი

 
ცხენოსანი დივიზიონი

450 მხედარი

 
ჯავშოსან ავტომობილთა გუნდი

90 ადამიანი

4 ჯავშანმანქანა

 

იუნკერები იუნკერები

 
1919 წელს კვინიტაძემ პირველი ქართული სამხედრო სასწავლებლის ჩამოყალიბებას შეუდგა. მთელი თავისი გამოცდილება იუნკერთა სასწავლებელს მოახმარა.
სასწავლებელში მოხვედრა გასაუბრებისა და ფიზიკური შემოწმების შედეგად ხდებოდა. სწავლების კურსი ორ წელს მოიცავდა – პირველ წელს საერთო სამხედრო საქმეს, ხოლო მეორე წელს სპეციალიზებულ საგნებს ასწავლიდნენ.
დასაფასებელია იუნკერების თავდადება რუსეთის მეთერთმეტე არმიის წინააღმდეგ ომში. 1921 წლის 17 თებერვალს ქართველ იუნკერთა სამხედრო სასწავლებლის 500-კაციანი რაზმი ჩაერთო, 20-25 წლის ახალგაზრდები, რომლებმაც ქვეყნის დასაცავად თავი გაწირეს.
დიდი ბრძოლები გაიმართა კოჯორ-ტაბახმელას ფრონტზე. იუნკრებმა მოიგერიეს მტრის შემოტევა. 20 თებერვალს კოჯრის დასაბრუნებლად მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ბრძოლები, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა.
მიუხედავად ახალგაზრდების თავდადებისა, მტრის მოგერიება ვერ მოხერხდა. 24 თებერვლის დილიდან რუსებმა შეტევები დაიწყეს თბილისის ასაღებად. მტერმა ბრძოლაში ჩართო ტანკები, ჯავშანმანქანები და ჯავშანმატარებლები, არტილერია, ქვეითი და ცხენოსანი ნაწილები. საბედისწერო ბრძანება თბილისის დატოვების შესახებ, 24 თებერვლის ღამით გაიცა.
25 თებერვალს სერგო ორჯონიკიძემ მოსკოვს ახარა: „თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს, გაუმარჯოს საბჭოთა საქართველოს!“
26 თებერვალს, თბილისის გასაბჭოების მეორე დღეს, ქალაქის მოსახლეობამ რუსთაველის პროსპექტზე დიდი სამგლოვიარო პროცესია მოაწყო. წინ მოჰქონდათ შავი კუბოები, რომლებშიც ქართველ ჭაბუკთა გვამები ესვენა, ხოლო უკან, მდუმარე და თავჩაქინდრული ხალხი მოაბიჯებდა.
 

25

თებერვალი

კოლაუ ნადირაძე

1921

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი.
გულღვიძრად იყო ქალაქი ჩემი,
საშინელებას კვლავ სჭედდა გრდემლი -

ისევ გოლგოთა, სისხლი და ცრემლი!
მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს,
ისევ წამების ჯვარი აგკიდეს,
არ შეგიბრალეს, კვლავ არ დაგინდეს!

თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
დაცხრა კოჯორი და ტახმელა
მხოლოდღა თოვლი ცვიოდა ნელა,

ეფინებოდა გმირების გვამებს -
განგმირულ მკერდებს, დალეწილ მკლავებს,
და უძრავ იყო თებერვლის ღამე.
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,

დუმდა სიონი და დუმდა ხალხი
იმ გზით, სად წინათ ელავდნენ ხმლები,
სად სამას გმირთა დაიფშვნა ძვლები,
სად, ქართლის დედის ცრემლით ნანამი,

მძიმედ დაეშვა ჩვენი ალამი,
სად, გმირთა სისხლით ნაპოხიერი,
თოვლს დაეფარა კრწანისის ველი, -
წითელი დროშით, მოღერილ ყელით,

თეთრ ცხენზე მჯდომი, ნაბიჯით ნელით
შემოდიოდა სიკვდილი ცელით!
თოვდა და თბილისს ებურა თალხი,
დუმდა სიონი და დუმდა ხალხი