მარო მაყაშვილიმარო მაყაშვილი

საქართველოს ეროვნული გმირი და მოწყალების დასაქართველოს ეროვნული გმირი და მოწყალების და

1902 - 19211902 - 1921
მოწყალების და
იუნკერი
წითელი ჯვარი
ეროვნული გმირი
მარომ გასაცნობად დღიური დაგვიტოვა, რომელშიც, ერთი მხრივ, საკუთარ მსოფლმხედველობას გვიზიარებს, მეორე მხრივ კი, პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს

28 ივნისი 1918 წელი28 ივნისი 1918 წელი

ინდა საზღვარგარედ ძალიან და ძალიან. წავალ უსათუოდ. სწავლის შემდეგ ერთ წელიწადს ვიმსახურებ, მოვაგროვებ ფულს და გავუადვილებ ჩემს მშობლებს ამითი… ძალიან მინდა პარიზში და იტალიაში. ნუთუ რამე შემიშლის ხელს?
 
 
 

10 ოქტომბერი 1918 წელი10 ოქტომბერი 1918 წელი

ბილისი თანდათან ივსება ინგლისელების ჯარით… ხან ფრანგები გვეწვევიან, ხან გერმანელები, ხან სომხები. ახლა ინგლისელები. რას გააკეთებენ აქ, არ ვიცი.

12 ივნისი 1918 წელი12 ივნისი 1918 წელი

ქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.

12 ივნისი 1918 წელი12 ივნისი 1918 წელი

ე ვდგევარ და ვწითლდები. ყველანი მე მიყურებენ… ელიჩკამ ხომ გამიწყალა გული – “იჰ, მარო, ნუ ღელავ, ნუ წითლდები…” პაოლოს უკითხავს ჩემზედ, ვინ არის ესო.

1918 წელი, იანვარი1918 წელი, იანვარი

უ გავთხოვდები, ქმრის კისერზედ არასგზის არ ვიქნები. ჩემთვის ვიმუშავებ და ჩემთვის ფულს შევიძენ. რა სამართალია, სხვისი ამაგით ცხოვრება. მე მაგის წინააღმდეგი ვარ.

23 მარტი 1919 წელი23 მარტი 1919 წელი

ღეს სწორედ ერთი თვეა, რაც მე დღიურში არ ჩამიხედნია. ან რა მაქვს ისეთი, რომ გაუზიარო მას. ცხოვრება თავის რიგზე მიდის, კვალს არა სტოვებს, რომ მე აღვნიშნო.
*თამარ გაბაშვილი-მაყაშვილი *კონსტანტინე მაყაშვილი

ბიოგრაფია

1901 წლის 25 აგვისტოს, მარო მაყაშვილი დაბადებულა, თავადაზნაურთა ოჯახში, მამა, კოტე მაყაშვილი პოეტი და საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი იყო. დედა, თამარ გაბაშვილი კი, მწერალ ეკატერინე გაბაშვილის შვილი. მარომ ქალთა ქართული გიმნაზია დაამთავრა და უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა. მარომ გასაცნობად დღიური დაგვიტოვა, რომელშიც, ერთი მხრივ, საკუთარ მსოფლმხედველობას გვიზიარებს, მეორე მხრივ კი, პირად ცხოვრებაზე მოგვითხრობს. 1918 წლის 12 ივნისს, მარო დღიურში გერმანელი ჯარის შემოსვლასა და აღლუმს აღწერს. პატრიოტული გრძნობებით განმსჭვალული 17 წლის მარო წუხს, რომ საქართველო ბოლომდე ვერ გათავისუფლდა და ,,ერთი ბატონის” თავიდან მოშორების შემდეგ, ,,ახალი უღელი” დაიდგა. მაროსთვის დამოუკიდე ბლობა უზენაესი ღირებულება და ოცნებაა. უსაზღვროა მისი გულისტკივილი სამშობლოს მიმართ, რომელმაც, ვერა და ვერ გაშალა სრული თავისუფლების ფრთები. მისი ოპტიმისტური განწყობა დღიურის სხვა ჩანაწერებიდანაც კარგად ჩანს. მაგალითად, ერთ დღეს ის გერმანელთა ბატონობაზე წუხს, მეორე დღეს კი, ცდილობს, ამაში რაიმე კარგი მხარე დაინახოს და აღნიშნავს, რომ გერმანელები ქართველებს, ჯერჯერობით, კარგად ეპყრობიან. აქვე, გამოხატავს ვარაუდს, რომ შესაძლოა, გერმანულმა ბუნებამ ქართველები კარგ გზაზეც კი დააყენოს, მათთვის დამახასიათებელ დისციპლინას მიეჩვიოს. ეს კი, მისივე თქმით, ჩვენს ერს, ნამდვილად სჭირდება და დისციპლინის გარეშე, წინ ვერ წავალთ. მარო აქტიურად ეწინააღმდეგება სოციალიზმს და ფიქრობს, რომ ამ პარტიის მსოფლმხედველობის გავრცელება საქართველოში შეუძლებელია. მისი აზრით, სწორედ ამიტომ შეიპარა ყველა სოციალისტის საუბარში ნაციონალურ-პატრიოტული ელემენტები. გარდა იმისა, რომ მაროს საქართველოს ბედ-იღბალი ადარდებს და ქვეყნის დამოუკიდებლობაზე ოცნებობს, საკუთარ სამომავლო საქმიანობაზეც ბევრი აქვს ნაფიქრი. დღიურიდან კარგად ჩანს მისი პირადი გეგმები და ნატვრები. ყოველი მისი ფიქრიდან და მიზნიდან ნათლად ჩანს, რომ მარო ასეთი პატარა ასაკიდანვე, გულანთებული პატრიოტია. მისი ყველა ნატვრა, თუ ნააზრევი, სამშობლოს უკავშირდება. ორი უცხო ენის - ფრანგულისა და ინგლისურის შესწავლა სწორედ იმიტომ დაიწყო, რომ კაზმული ზეპირსიტყვიერების ნაწარმოებები ქართულად, პირდაპირ უცხოური დედნებიდან გადმოეთარგმნა. მარო სულით ხელოვანი ადამიანია. ძალიან უყვარს კითხვა და წერა - მხატვრულად, თუმცა, არა რთულად. მთელი არსებითაა გატაცებული თეატრით და ამბობს, რომ იქაურობა მაგნიტივით იზიდავს. მისი თქმით, თეატრში ყოფნისას, გარშემო ვეღარაფერს გრძნობს, წარმოდგენას სულგანაბული შესცქერის და რეალობის შეგრძნებას კარგავს. სპექტაკლების ნახვის შემდეგ, მცირე რეცენზიებს წერს და საკუთარ ემოციებზე გვიყვება - რომელი წარმოდგენა მოეწონა, რომელი - არა, რამ აღაფრთოვანა, რომელ მსახიობს მოჰყავს აღტაცებაში და ა.შ. მიუხედავად თეატრისადმი ასეთი სიყვარულისა, მაროს მსახიობის პროფესია არ ხიბლავდა. მისი აზრით, არტისტებს უმიზნო ცხოვრება აქვთ და საზოგადოება პატივს არ სცემს. ჩანაწერებში მისი ფემინისტური სულიც გამოსჭვივის. 17 წლის მარო წერს, რომ თუ დაქორწინდება, არასგზით იქნება ქმრის კისერზე, იმუშავებს და საკუთარ თავს თავადვე არჩენს, რადგან სხვის ხარჯზე ცხოვრება უსამართლობაა. ასევე, ერთ-ერთ ჩანაწერში, აღნიშნავს, რომ ქალი იმ მდგომარეობის მონაა, რომელშიც ცხოვრება უწევს. უყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მხიარულება და თავადვე აღნიშნავს, რომ მისთვის საჭიროა, კვირაში რამდენიმეჯერ გავიდეს სახლიდან. თუმცა, ისეთი პერიოდებიც აქვს, როცა მარტო, გარშემომყოფთათვის ხმის გაუცემლად ყოფნა სურს. განსაკუთრებით, თუ წიგნებში ჩაეფლო, გარესამყაროსთან კავშირს წყვეტს. კითხვისას თუ ვინმე დაელაპარაკა, ბრაზდება და კატეგორიულად არ ერთვება საუბარში. პიროვნულად ძალიან უბრალო და მორიდებული ადამიანია. ხშირად წითლდება, რის გამოც, მეგობრების დაცინვის ობიექტი ხდება. მაროს შორიდან მოსწონს პაოლო იაშვილი, მისი გაცნობა სურს და საბოლოოდ, ამას მოახერხებს კიდეც. სწორედ მის დანახვაზე წითლდება ხშირად და გულიც უჩქარდება. ასევე, ერთ ბიჭს ახსენებს, რომლის სახელი და გვარიც არ იცის, თუმცა, ძალიან მოსწონს და სურს, რომ გაიცნოს. მისი თქმით, ამ ბიჭის დანახვაზე რაღაც ემართება, თუმცა - რა, ამას ვერ ხსნის. აქვს გრძნობები მისი მეგობრის - პატეს მიმართ. მისი ჩანაწერებიდან ჩანს, რომ ძალიან უბრალო და დაკვირვებულია, სიღრმისეულად განიხილავს მოვლენებს და საკუთარ აზრებს არგუმენტებით ამყარებს. 19 წლის სტუდენტი, წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, ფრონტზე მოხალისედ წავიდა, წითელ ჯვარში მოწყალების დად ჩაეწერა და კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს შეუერთდა. 19 თებერვალს, მარო ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში. მარო მაყაშვილი პირველი ქართველი ქალია, რომელიც ქვეყნის ეროვნულ გმირად აღიარეს. რუსეთის მე-11 არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში გმირულად დაღუპული მარო მაყაშვილი ქართველ იუნკერებთან ერთად, ყოფილი სამხედრო ტაძრის ეზოშია დაკრძალული.

1921 წელი, თებერვალი 1921 წელი, თებერვალი

…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

28 ივლისი 1918 წელი28 ივლისი 1918 წელი

რთხელ პაოლოს ხელით შევსებულ ქართულ ყანწს, მთვარის შუქზე... ცისფრად გამოეყოო ჰაერს თეთრი ღვინით სავსე ყანწი და ამ დროს მშვიდად წარმოთქმულა ელენეს პირიდან სიტყვები: ,,ცისფერი ყანწი, ცისფერი ყანწი" ოჰ, რა ლამაზია თავად სახელიც! მომწონს ძალიან და ძალიან.