აკაკი ჩხენკელი აკაკი ჩხენკელი

სოციალ-დემოკრატი, საგარეო საქმეთა მინისტრისოციალ-დემოკრატი, საგარეო საქმეთა მინისტრი

1874-1959 1874-1959
ბიოგრაფია
კაკი ჩხენკელი 1874 წლის 19 მაისს, სოფელ ოქუმში (სამურზაყანო), დიდ და ხმაურიან ოჯახში დაიბადა. მისი მშობლები განსაკუთრებული წესიერებით და ჰუმანურობით გამოირჩეოდნენ, ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ ასეთ ოჯახში გაზრდილი აკაკი მომავალში არაჩვეულებრივი ჰუმანური იდეებით, სიკეთით, ქველმოქმედებითა და რაც მთავარია, სამშობლოს განუსაზღვრელი სიყვარულით გამოირჩეოდა. ხონის სასწავლებლის დამთავრების შემდეგ აკაკი თბილისის სასულიერი სემინარიის სტუდენტი გახდა, სადაც სემინარისტთა არალეგალურ წრეებში ეცნობოდა სოციალ-დემოკრატიულ იდეებს. სასულიერო სემინარიიდან გარიცხვის შემდეგ მან სწავლა ევროპაში განაგრძო. აკაკი ჩხენკელი 900-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოაზროვნე იყო. მან თავისი ცხოვრების წლები სწავლასა და განვითარებას დაუთმო. სწავლობდა იურიდიულ მეცნიერებებს კიევის, მოსკოვისა და პეტერბურგის უნივერსიტეტებში. შემდგომში შეისწავლა “მუშათა მოძრაობის თეორია და პრაქტიკა” - ბერლინში, “ეროვნული საკითხი” - ვენაში, “პოლიტიკური მოძრაობა” - პარიზში, “ინგლისისა და რუსეთის მეტოქეობის საკითხები აზიაში” - ლონდონში. 1907 წელს დაამთავრა ლაიფციგის უნივერსიტეტი, შემდეგ კი, სწავლა ჟენევის უნივერსიტეტში განაგრძო.

განათლება

წავლის პარალელურად იგი აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. მუშაობდა სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაციებში, ქართულ პრესაში, მონაწილეობდა სტუდენტურ მოძრაობებში. ესწრებოდა სოციალისტურ კონგრესებსა და კონფერენციებს.
მთელი თავისი ცოდნა, გამოცდილება და დიპლომატიური ნიჭი მან სამშობლოს განვითარებას, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლასა და ეროვნულობის გრძნობის გაღვივებას მოახმარა.
1918 წლის 26 იანვარს, აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნული საბჭოს დავალებით გახსნა უნივერსიტეტი. “მოქალაქენო! საქართველოს ეროვნულ საბჭოს მონდობილობით ბედნიერება მაქვს გავხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი!"

"როცა სამშობლო უფსკრულის პირას სდგას, საჭიროა არა კინკლაობა, არამედ ყველა საჭირო ძალების კონცენტრაცია, რომ ერს არ მოაკლდეს თუნდ ერთი მუჭა ხალხის წვლილიც"

1918 წლის ვითარება

აკაკი ჩხენკელი აქტიურად ებრძოდა რუსეთის დამპყრობლურ პოლიტიკას და ერთი წამითაც არ შეუწყვეტია მცდელობა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის. სწორედ მისი დამსახურებაა, 1918 წლის იანვარში ფრონტიდან გამოქცეული გაბოლშევიკებული რუსული არმიის აგრესიის თავიდან აცილება და მათი გადასროლა ბაქოს მიმართულებით, რათა თბილისში არ შემოსულიყვნენ და არ მომხდარიყო სამხედრო შეტაკება ახლადშექმნილ ქართულ სამხედრო შენაერთთან და სახალხო გვარდიასთან, რაც ძალადობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევდა.
დამოუკიდებლობის მიღებამდე აკაკი ჩხენკელი თითქმის ყოველდღე ბათუმიდან უგზავნიდა ვრცელ და არგუმენტირებული წერილებს საქართველოს ეროვნულ საბჭოს და სოც-დემოკრატიული პარტიის ლიდერს ნოე ჟორდანიას. ჩხენკელის დაჟინებული მოთხოვნით ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველ მიზეზგარეშე.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგა.
სწორედ აკაკი ჩხენკელის ნიჭის და ხედვის დამსახურებაა ის, რომ 1918 წლის 26 მაისს საქართველომ 117 წლის შემდეგ დამოუკიდებლობა მოიპოვა.
1918 წლის 26 მაისს, ეროვნულმა საბჭომ საქართველოს დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნა აკაკი ჩხენკელი.
რატიფიცირებულ იქნა 26 მაისი, 1918
ხელისმომწერნი საქართველოს ეროვნული საბჭო
შექმნის მიზანი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
დროებითი მთავრობის შემადგენლობა.
  • აკ. ჩხენკელი - მთავრობის თავმჯდომარე და საგარეო საქმეთა მინისტრი;
  • ნ. რამიშვილი – შინაგან საქმეთა მინისტრი;
  • ა. ხატისოვი – ფინანსთა მინისტრი;
  • ხ-ბ. მელიქ-ასლანოვი – გზათა მინისტრი;
  • ფ-ხ. ხოისკი – იუსტიციის მინისტრი;
  • გრ. გიორგაძე – სამხედრო მინისტრი;
  • ნ. ხომერიკი - მიწათმოქმედების მინისტრი;
  • ნ-ბ. უსუბეკოვი – სახალხო განათლების მინისტრი;
  • მ. გაჯინსკი – ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი;
  • ა. სააკიანი – სასურსათო საქმეთა მინისტრი;
  • რ. კაჩაზნუნი - სახელმწიფო მზრუნველობის მინისტრი;
  • ა. ერზინკიანი - შრომის მინისტრი;
  • ი-ბ. ჰაიდაროვი - სახელმწიფო კონტროლიორი.