
24 ივნისი
მთავრობის სხდომა
ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით შედგა მთავრობის სხდომა, სადაც განიხილეს მინისტრთა ამხანაგების დანიშვნის საკითხი. სხდომაზე დადგინდა, რომ ყველა გუბერნიას აეკრძალა საქართველოდან პურის გაზიდვა.
4 ოქტომბერი
საკანონმდებლო საბჭოს ახალი სახელწოდება
ეროვნული საბჭოს სხდომაზე მიმდინარეობდა დებატები, საკანონმდებლო საბჭოს ახალი სახელწოდების შესახებ. გაიმარჯვა სოციალ-დემოკრატების წინადადებამ, რომლის თანახმადაც საკანონმდებლო ორგანოს ეწოდა: „საქართველოს პარლამენტი“. ამის შესახებ ნოე ჟორდანია აღნიშნავდა: „იმით, რომ ჩვენს ნაციონალურ საბჭოს პარლამენტი დავარქვით, მართლა პარლამენტი არ გამხდარა... ის არსებითად დარჩა ნაციონალურ საბჭოდ“.
8 ოქტომბერი
ეროვნული საბჭოს სახელის შეცვლა
ეროვნულ საბჭოს შეეცვალა სახელი და ეწოდა “საქართველოს პარლამენტი”. ნოე ჟორდანიამ განმარტა, რომ სახელის შეცვლა მისი ფუნქციების შეცვლას არ გამოიწვევდა.
2 ნოემბერი
მუშათა ყრილობა
გაიმართა მუშათა ყრილობა სახალხო სახლში, საბჭოს წინაშე მოხსენებით წარსდგა ნოე ჟორდანია.
10 ნოემბერი
ამიერკავკასიის რესპუბლიკელთა კონფერენცია
ნოე ჟორდანიამ გახსნა ამიერკავკასიის რესპუბლიკელთა წარმომადგენლების კონფერენცია.
1 დეკემბერი
დამოუკიდებლობის აღდგენის 6 თვის თავი
აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 6 თვის თავი. დედაქალაქში ამ თარიღის აღსანიშნავად გაიმართა სახალხო ზეიმი, საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა უნივერსიტეტიდან მთავრობის სასახლემდე. მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ ხალხს სიტყვით მიმართა პრემიერ მინისტრმა ნოე ჟორდანიამ და მთავრობის წევრებმა.
19 დეკემბერი
პარლამენტის საგანგებო სხდომა
სომხეთის თავდასხმის გამო შედგა საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომა. სიტყვებით გამოვიდნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, სამხედრო მინისტრი გრიგოლ გიორგაძე, სახალხო გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, პარლამენტის სხვა წევრები და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები. მათ ერთხმად დაგმეს თავდასხმის ფაქტი და გააკეთეს თავდაცვის გაძლიერებისაკენ მოწოდებები.
23 დეკემბერი
მანიფესტაცია
თბილისში ჩამოვიდა დიდი რაოდენობით ჯარისკაცი გორის მაზრიდან. ისინი ძველი მეომრები იყვნენ და მწყობრით შემოვიდნენ ქალაქში. მათ შეუერთდა მოსახლეობაც და გაიმართა მანიფესტაცია, რომელიც სასახლესთან გაჩერდა. ახალჩამოსულ ჯარს მიესალმნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია და შინაგან საქმეთა მინისტრი ნოე რამიშვილი.
25 დეკემბერი
კანონი „სამუსლიმანო საქართველოსათვის”
საქართველოს პარლამენტმა და მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მიიღო კანონი „სამუსლიმანო საქართველოსათვის” (აჭარა) ავტონომიის მინიჭების შესახებ საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში.
14 იანვარი
საზეიმო აღლუმი
მთავრობის სასახლის წინ გაიმართა სომხეთთან ომში გამარჯვების აღსანიშნავი საზეიმო აღლუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ომში მონაწილე ქართველმა ჯარისკაცებმა. აღლუმზე წარმოდგენილი იყო სამხედრო ტექნიკა. აღლუმის დასასრულს მთავრობის სასახლეს აეროპლანებით გადაუფრინეს ქართველმა მფრინავებმა. აღლუმი ჩაიბარა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ.
25 იანვარი
„დებულება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებისა“
საქართველოს პარლამენტმა გამოაქვეყნა „დებულება საქართველოში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემოღებისა“, რომელსაც ხელს აწერდნენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ამხანაგი ექვთიმე თაყაიშვილი და საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია.
15 თებერვალი
ფორესტიე უოკერთან შეხვედრა
ნოე ჟორდანია შეხვდა ბრიტანეთის ჯარების მთავარსარდალს კავკასიაში ფორესტიე უოკერს. უკანასკნელმა ქართულ მხარეს ფაქტიურად აუკრძალა გაგრის რაიონში შემოჭრილი დენიკინის წინააღმდეგ შეტევა.
18 მარტი
დამფუძნებელი კრების სხდომა
შედგა დამფუძნებელი კრების სხდომა, რომელზედაც ნოე ჟორდანიას დაევალა მთავრობის ახალი კაბინეტის შედგენა, რომელსაც თავად უხელმძღვანელებდა.
21 მარტი
მთავრობის თავჯდომარედ არჩევა
დამფუძნებელმა კრებამ მთავრობის თავმჯდომარედ აირჩია ნოე ჟორდანია, რომელიც ამავდროულად იყო უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს რესპუბლიკისა.
4 აპრილი
ანდრეიკა ჟორდანიას გარდაცვალება
გარდაიცვალა ანდრეიკა ჟორდანია, ნოე ჟორდანიას მესამე შვილი.
5 აპრილი
ანდრეიკა ჟორდანიას გადასვენება
ნოე ჟორდანიას ვაჟი თბილისიდან ლანჩხუთში გადაასვენეს. სამგლოვიარო პანაშვიდს დაესწრნენ საქართველოს მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები, ასევე რიგითი მოქალაქეები.
6 აპრილი
სამძიმრის წერილები
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას სამძიმრის წერილები გაუგზავნეს საქართველოს მთავრობის, ერობებისა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა ვაჟის - ანდრეიკა ჟორდანიას გარდაცვალების გამო.
3 მაისი
საზეიმო პარაკლისი
შუადღეს კათოლიკეთა ეკლესიაში პოლონელთა საზოგადოებამ საზეიმო პარაკლისი გადაიხადა პოლონეთის 3 მაისის კონსტიტუციის აღსანიშნავად. პარაკლისს დაესწრნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ევგენი გეგეჭკორი, დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე ლომთათიძე და ზოგიერთი წევრი მთავრობის და დამფუძნებელი კრების.
28 მაისი
დეპეშა სომხეთის მთავრობას
საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს ხატისოვს, შიმშილობაში დახმარების შესახებ: ვადასტურებ რა ჩემ გულწრფელ სურვილს ხელმეორედ შესახებ იმისა, რომ ჩვენ მზათა ვართ ხელი გაუწოდოთ სომხეთს სასურსათო საქონლის ტრანზიტის საქმეში, მე გთხოვთ თქვენ სასწრაფო განკარგულება მოახდინოთ იმ ვაგონების დროზე დაცლის და დაბრუნების შესახებ, რომელიც სომეხთა რესპუბლიკის ფარგლებში ამჟამად იმყოფება – აღნიშნული იყო დეპეშაში.
5 ივნისი
სომეხთა ეროვნული საბჭოს დელეგაცია
სომეხთა ეროვნული საბჭოს დელეგაცია შეხვდა საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს ნოე ჟორდანიას და სთხოვა ეროვნული საბჭოს არჩევნების ჩატარების ნებართვა. ასევე იმსჯელეს სოჭის და სოხუმის ოლქში მცხოვრები სომხების მდგომარეობის შესახებ და სთხოვეს მთავრობის თავმჯდომარეს ამ ოლქებში გაეგზავნათ კომისია სომეხთა მდგომარეობის გამოსარკვევად.
7 სექტემბერი
სამუსლიმანო საქართველოს დელეგაცია
თბილისში საგანგებო მატარებლით ჩამოვიდნენ სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისის თავმჯდომარე და წარმომადგენლები, მეჯლისის დადგენილების დასამტკიცებლად. მათ სადგურზე დახვდნენ საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის, დამფუძნებელი კრების წევრები და ქალაქის მოურავი. აჭარელთა წარმომადგენელები აბასთუმანში უკვე წარუდგნენ მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას.
10 სექტემებერი
ნასიბ ბეკ იუსუმბეკოვის რაუტი
ნოე ჟორდანია დაესწრო ქართულ კლუბში, თბილისში სტუმრად მობრძანებულ აზერბაიჯანის მთავრობის თავმჯდომარის ნასიბ ბეკ იუსუმბეკოვის პატივსაცემად გამართულ რაუტს.
18 დეკემბერი
მოხსენება გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა"
გაზეთში „საქართველოს რესპუბლიკა“ გამოქვეყნდა ნოე ჟორდანიას მოხსენება, რომელშიც მან განიხილა საგარეო და საშინაო პოლიტიკა, დამოკიდებულება მეზობელ ერებთან, შინაური მუშაობა, სასამართლო და ეკონომიკური მდგომარეობა.
28 დეკემბერი
პროლეტარიატის სასახლის გახსნა
თბილისის პროლეტარიატმა საზეიმოდ გახსნა თავისი სასახლე - შენობა წითელი დროშებით და გირლიანდებით იყო მორთული. 12 საათზე დარბაზი მუშებით იყო სავსე, დაესწრნენ დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის წარმომადგენლები. ასევე, ტფილისის თვითმმართველობის წარმომადგენელნი. სიტყვით გამოვიდა ნოე ჟორდანია.
8 თებერვალი
ნოე ჟორდანიას ბიუსტი
მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძემ დაასრულა ნოე ჟორდანიას ბიუსტის დამზადება.
15 თებერვალი
დეპეშა აზერბაიჯანული მხარისგან
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა მიიღო აზერბაიჯანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თათრებისგან, სადაც ისინი ჩიოდნენ სომეხთა თავდასხმების გამო და სთხოვდნენ ჟორდანიას: „კაცთმოყვარეობისა და სამართლიანობისთვის უარი არ გვითხრათ და მიიღეთ ზომები საზღვრებზე სომხების ასეთი საქციელის შესაწყვეტად“.
1 მაისი
ნოე ჟორდანიას კრებული
„ქართული ბეჭდვითი ამხანაგობამ“ დაიწყო ნოე ჟორდანიას თხზულებათა კრებულის გამოცემა. თვეში იბეჭდებოდა ერთი ტომი. ფასი: 55 მანეთი.
2 მაისი
მუშათა დეპუტატების სხდომა
ზუბალაშვილის სახალხო სახლში ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით შედგა თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს და ყველა პროფესიონალური კავშირების წარმომადგენელთა შეერთებული სხდომა.
7 მაისი
რუსეთის მიერ დამოუკიდებლობის ცნობა
რუსეთთან დაიდო დამოუკიდებლობის ცნობის ხელშეკრულება, რომლის დასადებადაც ნოე ჟორდანიამ გრიგოლ ურატაძე გაგზავნა.
11 მაისი
ჟორდანიას დეპეშა გრიგოლ ურატაძეს
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ დეპეშა გაუგზავნა დამფუძნებელი კრების წევრს - გრიგოლ ურატაძეს. ჟორდანიამ მიულოცა მას ზავის დადება და აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია რუსეთსა და საქართველოს შორის მოისპობა ყოველგვარი გაუგებრობა.
20 მაისი
ქიზიყელებთან შეხვედრა
მთავრობის თავმჯდომარეს, ნოე ჟორდანიას შეხვდნენ ქიზიყელები, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს მთავრობასთან ერთად დაეცვათ ზაქათალას ოლქი. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა უარს იტყოდა, ქიზიყელები თავად დაიცავდნენ ამ ოლქს.
27 მაისი
ჟორდანიას მოვალეობის შემსრულებელი
ნოე ჟორდანია ლანჩხუთში გაემგზავრა. მისი მოვალეობის შესრულება საგარეო მინისტრს - ევგენი გეგეჭკორს დაევალა.
1 აგვისტო
ნოე ჟორდანიას ბიუსტი
ქალაქთა კავშირმა მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძისგან ნოე ჟორდანიას ბიუსტი მიიღო, რომელიც ქალაქებისთვის დასარიგებლად შეუკვეთა.
17 სექტემბერი
პაპის დელეგატის სტუმრობა
თბილისში ჩამოვიდა პაპის დელეგატი მორიონტი, რომელიც ნოე ჟორდანიამ მიიღო.
26 სექტემბერი
პურის ღირსების დაცემის მიზეზის გამოკვლევა
ნოე ჟორდანიამ გაბრიელ ხუნდაძეს მიანდო ყოველ მხრივ გამოეკვლია მოსამსახურეებსა და მუშებზე დასარიგებელი პურის ღირსების დაცემის მიზეზი.
28 სექტემბერი
ჰიუსმანთან შეხვედრა
მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია ინახულა ევროპის სოციალისტთა დელეგაციის წევრმა - ჰიუსმანსმა და ერთ საათს ესაუბრა.
3 ოქტომბერი
კარლ კაუცკის დღე
თბილისში გაიმართა კარლ კაუცკის დღე. 12 საათზე მუშათა სასახლესთან თავმოყრილი პროფესიული კავშირები, სახალხო გვარდიელები და მოწაფეები კაუცკის ბინისაკენ გაემართნენ. აივანზე გამოვიდნენ და ხალხს მიესალმნენ კარლ კაუცკი და მისი მეუღლე, ასევე, ნოე ჟორდანია და აკაკი ჩხენკელი.
31 ოქტომბერი
სახალხო უნივერსიტეტის გახსნა
გაიხსნა სახალხო უნივერსიტეტი. გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნოე ჟორდანია და კარლ კაუცკი.
1 დეკემბერი
მოხსენება დამფუძნებელი კრების სხდომაზე
ნოე ჟორდანიამ დამფუძნებელი კრების სხდომაზე გააკეთა მოხსენება კონსტიტუციის პროექტის შესახებ. მისი თქმით, მიზანი იყო შექმნილიყო ისეთი კონსტიტუცია, რომელიც უზრუნველყოფდა დემოკრატიულ უნიტარულ რესპუბლიკას, უფლებათა დანაწილებას ცენტრალურ დაწესებულებათა, ხალხსა და ადგილობრივ ორგანოთა შორის.
2 დეკემბერი
კოოპერატივთა კავშირების ყრილობა
საქართველოს კოოპერატივთა კავშირების რწმუნებულების პირველმა ყრილობამ მთავრობის მეთაური - ნოე ჟორდანია აირჩია საპატიო თავმჯდომარედ.
10 იანვარი
რწმუნების სიგელი
გერმანიის ელჩმა, რაუშერმა, რწმუნების სიგელი გადასცა ნოე ჟორდანიას.
19 იანვარი
მუშათა პარტიის კონფერენცია
გაიხსნა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის კონფერენცია, სადაც ნოე ჟორდანიამ გააკეთა მოხსენება „პარტიული დისციპლინის შესახებ“. ჟორდანიამ განაცხადა, რომ პარტიული დისციპლინა შერყეულია, რადგანაც პარტიაში გაჩნდა ოპოზიცია, რომელმაც თავი მოიყარა გაზეთ „ახალი სხივის“ გარშემო.
30 იანვარი
თავდაცვის ფონდისათვის გადაცემული ნივთების სია
გაზეთ „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა თავდაცვის ფონდისათვის სახელმწიფოს ცნობილი პირების და მათი ოჯახის წევრების მიერ გადაცემული ნივთების სია. მაგ: ნოე ჟორდანიამ ფონდს შესწირა ერთი ვერცხლის კოვზი.
6 თებერვალი
დიდი ზეიმი
საქართველოს იურიდიულად აღიარების გამო გაიმართა დიდი ზეიმი თბილისში. მთელი ქალაქი მორთული იყო ყვავილებითა და ეროვნული დროშებით.
21 თებერვალი
"მეორე ვერდენი"
დამფუძნებელი კრების სხდომაზე ნოე ჟორდანიამ თბილისს უწოდა „მეორე ვერდენი“. თბილისთან მოპოვებული გამარჯვებებით იგი აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ისევე როგორც დამფუძნებელი კრების წევრები.
24 თებერვალი
თბილისის დატოვება
დაიწყო ქართული ჯარების უკანდახევა. ჟორდანიამ უკანასკნელი მატარებლით დატოვა თბილისი. ქუთაისში გაჩერდა ორი დღით, შემდეგ კი ბათუმში დაბინავდა
17 მარტი
საქართველოს დატოვება
ჟორდანიამ მთავრობის წევრებთან ერთად გემით დატოვა საქართველო.
24 ივნისი
4 ოქტომბერი
8 ოქტომბერი
2 ნოემბერი
10 ნოემბერი
1 დეკემბერი
19 დეკემბერი
23 დეკემბერი
25 დეკემბერი
14 იანვარი
25 იანვარი
15 თებერვალი
18 მარტი
21 მარტი
4 აპრილი
5 აპრილი
6 აპრილი
3 მაისი
28 მაისი
5 ივნისი
7 სექტემბერი
10 სექტემებერი
18 დეკემბერი
28 დეკემბერი
8 თებერვალი
15 თებერვალი
1 მაისი
2 მაისი
7 მაისი
11 მაისი
20 მაისი
27 მაისი
1 აგვისტო
17 სექტემბერი
26 სექტემბერი
28 სექტემბერი
3 ოქტომბერი
31 ოქტომბერი
1 დეკემბერი
2 დეკემბერი
10 იანვარი
19 იანვარი
30 იანვარი
6 თებერვალი
21 თებერვალი
24 თებერვალი
17 მარტი