12 ივნისი

გერმანული ჯარი საქართველოში

მარო დღიურში გერმანული ჯარის შემოსვლასა და აღლუმს აღწერს. პატრიოტული გრძნობებით განმსჭვალული 17 წლის მარო წუხს, რომ საქართველო ბოლომდე ვერ გათავისუფლდა და ,,ერთი ბატონის” თავიდან მოშორების შემდეგ, ,,ახალი უღელი” დაიდგა.

1918 წელი

შალვა მაყაშვილი ომში სანიტრად წავიდა

მაროს ძმა - შალვა სანიტრად წავიდა სომხეთ-საქართველოს ომში.

1919 წელი

გიმნაზიის დასრულება

1919 წელს დაასრულა ქალთა ქართული გიმნაზია.

1919 წელი

უნივერსიტეტში ჩაბარება

ჩააბარა ქართულ უნივერსიტეტში, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე.

1919 წელი

შევარდენის წევრი

იყო ,,ქართული ტან-ვარჯიშობის საზოგადოება შევარდენის” წევრი. სპორტში მისმა, როგორც ქალის გამოჩენამ, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ქალის სპორტით დაკავებას ეწინააღმდეგებოდა მაროს ერთ-ერთი მეგობარი. მამა, კოტე მაყაშვილი, კი მაროს ამ საკითხში მხარს უჭერდა და მოწინააღმდეგეებს ლათინური გამოთქმით პასუხობდა: ,,ჯანსაღ სხეულში ჯანსაღი სულია”.

17 თებერვალი

წითელ ჯვარში გაერთიანება

ჩაეწერა წითელ ჯვარში მოწყალების დად.

17 თებერვალი

კოჯორში წასვლა

წავიდა კოჯრისკენ სანიტარულ რაზმთან ერთად.

19 თებერვალი

მაროს შეხვედრა დეპუტატებთან ფრონტზე

დაღუპვამდე ცოტა ხნით ადრე, ქრისტინე შარაშიძეს, სხვა დეპუტატებთან ერთად, მარო მაყაშვილი უნახავს. მუხლებზე დაყრდნობილი მარო ფეხზე ჭრილობას უხვევდა სტუდენტ პავლე ბეშკენაძეს. ზუსტად ეს დღე აღმოჩნდა საბედისწერო როგორც მაროსთვის, ასევე, სტუდენტი ბეშკენაძისთვის. ამ დღეს, ორივე მათგანი ფრონტზე დაიღუპა.

თებერვალი

წერილი ფრონტიდან

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან მამას წერილი მისწერა, რომელშიც ცოტა თხილისა და ტკბილეულის გამოგზავნა სთხოვა.

წერილი ფრონტიდან: „…საყვარელო მამა! მე ჯერჯერობით კარგად ვარ. სულ ერთი პოზიციისგან 112 ვერსზე ვართ, მეორისგან 5 თუ 7-ზე. მტერი ჯერ შორს არის, ძალიან სცხებენ ჩვენები. ძალიან აღფრთოვანებულები არიან. ცოტა თხილი და თუ შესაძლებელია, რამე ტკბილეული გამოგზავნეთ… თავს გაუფრთხილდით. გკოცნით ბევრს. ისე არა ცივა. მოკითხვა ყველა ჩვენებს. ნუ გეშინიანთ. გავიმარჯვებთ სახელოვნად.

შენი მარო".

1921 წელი

მამის ლექსი ,,მაროს"

მამამ - კოტე მაყაშვილმა, შვილის გარდაცვალების შემდეგ, მას ლექსი ,,მაროს" მიუძღვნა. 

1921 წელი

რაჟდენ გვეტაძის ლექსი მაროს

რაჟდენ გვეტაძემ მაროს სიკვდილის შემდეგ, ლექსი ,,ტირილი პროსპექტზე მთვარიან ღამეში" მიუძღვნა.

1921 წელი

დაკრძალვის ადგილი

პატივისცემის ნიშნად, მარო სამხედრო ტაძრის გალავანთან, გამვლელებისთვის სპეციალურად თვალსაჩინო ადგილას დაკრძალეს.

1921 წელი

ცხედრის მთაწმინდაზე გადასვენების საკითხი

ქართველ მწერლებს, პაოლოსა და ტიციანის თაოსნობით, მაროს ცხედრის მთაწმინდაზე გადასვენება სურდათ, თუმცა, მაროს მამამ - კოტე მაყაშვილმა, ისინი უარით გაისტუმრა იმ მიზეზით, რომ მისი აზრით, ამას ახალი მღელვარება მოჰყვებოდა - ,,ახალი მსხვერპლის გაღების უფლება კი ქართველობას აღარა აქვს, ფიზიკურად გაწყდება ახალგაზრდობაო”.

1921 წელი

მარო მაყაშვილის საფლავი

ბოლშევიკებმა ტაძარი დაანგრიეს და იუნკერების საფლავებთან ერთად, მარო მაყაშვილის საფლავიც მოსპეს.

1921 წელი

ტიციანის სიტყვა მაროს დაკრძალვაზე

მაროს დაკრძალვაზე ტიციან ტაბიძემ თქვა: ,,წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის ქართველი საზოგადოება ამ ტრაგიკული სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც. თითქოს სიწმინდემ აკურთხა პირველ უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა. სამშობლოს სიყვარული კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანა დ’არკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას’’. 

1918 წელი

12 ივნისი

1918 წელი

1919 წელი

1919 წელი

1919 წელი

1919 წელი

1920 წელი
1921 წელი

17 თებერვალი

17 თებერვალი

19 თებერვალი

თებერვალი

1921 წელი

1921 წელი

1921 წელი

1921 წელი

1921 წელი