8 სექტემბერი

საგანგებო სხდომა

საღამოს 6 საათზე, ფინანსთა მინისტრის ბინაზე, ჩატარდა ამავე სამინისტროს საბჭოს საგანგებო სხდომა. შეხედრაზე განიხილეს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის დასადები ხელშეკრულების პროექტი, რომლითაც უნდა ეხელმძღვანელა გერასიმე მახარაძის ეკონომიკურ მისიას რუსეთში.

30 აპრილი

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს ბრძანება

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრომ გამოსცა ბრძანება, რომელიც პროფესიულ კავშირებს უკრძალავდა საწარმოების შიდა სამზარეულოში ჩარევას.

2 ივნისი

ვაჭარ-მრეწველთა კრება

ქართული კლუბის საზაფხულო შენობაში გაიმართა ქართველ ვაჭარ-მრეწველთა კრება, რომელსაც 200-მდე ადამიანი დაესწრო. კრება გახსნა თავმჯდომარე იასონ ლორთქიფანიძემ.

5 ივნისი

მუშების გაფიცვა

სოფელ ვარციხეში, სახელმწიფო მამულში, გაიფიცნენ მუშები ეკონომიკური მოთხოვნების გამო. მათთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა შრომის მინისტრის ამხანაგი ერაძე და მათ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა.

8 ივნისი

ეკონომიკური დამოუკიდებლობა

უცხო სახელმწიფოებთან ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოსაწესრიგებლად, თბილისის ვაჭრებმა დააარსეს საგარეო ვაჭრობის პალატა.

1918 წელი

წარმოების შემცირება

ტექნიკურ საშუალებათა უკმარისობის გამო, შემცირდა წარმოება და სოფლის მეურნეობა. დაიკეტა ბევრი ფაბრიკა. 

1918 წელი

მანგანუმის ექსპორტი

გაჩნდა მანგანუმის ამოღებისა და ექსპორტის განახლების შესაძლებლობა.

20 აგვისტო

მუშათა გაფიცვა

დაიწყო ტყიბულის მაღაროების მუშათა გაფიცვა ეკონომიკურ ნიადაგზე. მუშების მოთხოვნა იყო დღიური ხელფასის გაზრდა 100%-ით.

25 ოქტომბერი

შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზა

შედგა საქართველოს პარლამენტის სხდომა ექვთიმე თაყაიშვილის თავმჯდომარეობით. განიხილეს კანონპროექტი შავი ზღვის სანაპიროს რკინიგზის დამთავრების შესახებ.

24 თებერვალი

საქართველოს ეკონომიკური საზოგადოება

ეკონომიურ-ფინანსურ სფეროში მოღვაწეთა ინიციატივით დაარსდა საქართველოს ეკონომიური საზოგადოება.

23 მარტი

ეკონომიკური მისია

დამფუძნებელი კრების დეკრეტის მიხედვით, სახელმწიფო ხაზინიდან მთავრობას განკარგულებაში გადაეცა ოცი მილიონი მანეთი - ევროპაში კომერციული სააგენტოების დასაარსებლად და ეკონომიკური მისიის გასაგზავნად.

31 დეკემბერი

სახელმწიფო ბანკი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ მიიღო „კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ“, რითაც ქვეყანაში საბანკო სისტემის მარეგულირებელი და ეროვნული ფულად-საკრედიტო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანოს კანონიერ ფუნქციონირებას ჩაეყარა საფუძველი. კანონს ერთვოდა წესდება, რომელშიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის დანიშნულება, სტრუქტურული მოწყობა, საწესდებო კაპიტალი და უფლება-მოვალეობანი იყო განმარტებული.

2 ივნისი

დახმარება ოჯახებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერობებს აცნობა, რომ ჯარში გაწვეულ პირთა ოჯახებს დახმარება მიეცემოდათ ხაზინიდან, თუ ასეთი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესებული იყო სამხედრო წვევამდელის ჯარში გაწვევის გამო.

ივლისი

საქართველოს სახელმწიფო ბანკი

საქართველოს სახელმწიფო ბანკი ამოქმედდა. კანონის შესაბამისად, აღნიშნულ სტრუქტურას დაარსების პირველივე დღიდან „საქართველოს სახელმწიფო ბანკი“ ეწოდა. მისი ძირითადი ფუნქცია იყო ფულის მიმოქცევისა და რესპუბლიკის ფულადი ნიშნების სტაბილურობა, აგრეთვე, ვაჭრობის, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის მოკლევადიანი სესხების გაცემა. საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ თავმჯდომარედ აირჩიეს ცნობილი ქართველი ფინანსისტი, ბანკირი იასონ ლორთქიფანიძე.

1 სექტემბერი

ეკონომიკური თათბირი

მთავრობის თაოსნობით, თბილისის თვითმმართველობის დარბაზში ჩატარდა თათბირი რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობისა და პირველადი მოთხოვნილების საგნების გაძვირებასთან დაკავშირებით. თათბირს თავმჯდომარეობდა სამხედრო მინისტრი, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, გრიგოლ ლორთქიფანიძე. მოხსენებით გამოვიდა ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ ავალიანი.

4 სექტემბერი

სამღვდელოების ყრილობა

საქართველოს საკათალიკოსო საბჭომ, სამღვდელოების მეორე ყრილობის თანახმად, შუამდგომლობა აღძრა, რომ უქმე დღეების რიცხვი გაზრდილიყო. თუმცა, სამინისტრომ უპასუხა, რომ აღნიშნული დღეები არ სარგებლობდა საკმარისი პოპულარობით. ამასთან, ზედმეტი უქმე დღეები რესპუბლიკის ეკონომიკურ მდგომარეობასა და მუშათა კლასზე უარყოფითად იმოქმედებდა, ამიტომ უქმე დღეების რიცხვი არ გაზრდილა.

13 სექტემბერი

საგანგებო სხდომა

საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო-სატრანზიტო ხელშეკრულების პროექტის განსახილველად, ჩატარდა მეორე სასწრაფო სხდომა. სხდომას ესწრებოდა საქართველოს ეკონომიკური მისიის მრჩეველი ა. კანდელაკი, დამფუძნებელი კრების წევრები, სახელმწიფო ბანკის მმართველი და სხვები.

13 ნოემბერი

სახელმწიფო ბანკის მუშაობის პრინციპები

ქრისტინეს მოხსენების თანახმად, დამფუძნებელთა კრებამ დაამტკიცა საქართველოს სახელმწიფო ბანკის ფინანსური უზრუნველყოფის საკითხი და მათი მუშაობის პრინციპები, შესაბამისი დეკრეტის გამოცემით.

5 იანვარი

ბიბლიოთეკისათვის მოთხოვნილი თანხის გაზრდა

დამფუძნებელმა კრებამ ექვთიმე თაყაიშვილის მიერ მოთხოვნილი თანხა, დამფუძნებელი კრების ბიბლიოთეკისათვის, გაზარდა 3 მილიონ მანეთამდე.

1918 წელი

30 აპრილი

2 ივნისი

5 ივნისი

8 ივნისი

1918 წელი

1918 წელი

20 აგვისტო

25 ოქტომბერი

1919 წელი

24 თებერვალი

23 მარტი

31 დეკემბერი

1920 წელი

8 სექტემბერი

2 ივნისი

ივლისი

1 სექტემბერი

4 სექტემბერი

13 სექტემბერი

13 ნოემბერი

1921 წელი

5 იანვარი