შემოდგომა

აკაკი ჩხენკელის წერილები ნოე რამიშვილს

გამოგზავნილ წერილებში აკაკი ჩხენკელი მუდმივად ცდილობდა ქართველ პოლიტიკოსებში რწმენის განმტკიცებას დამოუკიდებელი საქართველოს შესახებ. ნოე რამიშვილს სწერდა “ რაღაც უჩინარი ძალა ჩამძახებს სულ ერთსა და იმავეს: გეშინოდეს, შეიანებმა არ გადაუხვიონ გაზას!”

1918 წელი

აკაკი ჩხენკელი ამიერკავკასიის კომისარიატში

ამიერკავკასიის კომისარიატში აკაკი ჩხენკელი შინაგან საქმეთა (კომისრის) და ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრის პოსტზე დაინიშნა; ამიერკავკასიის კომისარიატის დამსახურებას წარმოადგენს 1918 წლის იანვრის დასაწყისში ფრონტიდან გამოქცეული გაბოლშევიკებული რუსული არმიის აგრესიის თავიდან აცილება და მათი გადასროლა ბაქოს მიმართულებით, რათა თბილისში არ შემოსულიყვნენ და არ მომხდარიყო სამხედრო შეტაკება ახლადშექმნილ ქართულ სამხედრო შენაერთთან და სახალხო გვარდიასთან, რაც ძალადობის შემდგომ ესკალაციას გამოიწვევდა.

15 მაისი

წერილი ნოე რამიშვილს ბათუმის კონფერენციიდან

აკაკი ჩხენკელმა ვრცელი და არგუმენტირებული წერილი გაუგზავნა საქართველოს ეროვნულ საბჭოს და სოც-დემოკრატიული პარტიის ლიდერს - ნოე რამიშვილს. ჩხენკელის დაჟინებული მოთხოვნით ძირითადი ამოცანა ახლა იყო ის რომ უნდა გამოცხადებულიყო საქართველოს დამოუკიდებლობა ყოველ მიზეზს გარეშე. “ჩვენ ვდგავართ უფსკრულის წინ, უნდა გადაწყდეს გაყვება თუ არა , ამ გზას ქართველებიც, როგორც ამას აქამდისინ ჩადიოდნენ რევოლუციურ ფრაზდულოგიით დამთვრალნი. მე ვამბობ არას გზით, ვერ გაყვება, სანამ ინგლისელები მოვიდოდნენ ამიერკავკასიაში, რაც საეჭვოა, ჩვენ დავკარგავთ ყველაფერს, სიცოცხლესაც. დამოუკიდებლობას კი შეუძლია ჩვენი ხსნა”.

15 მაისი

აკაკი ჩხენკელი გამაფრთხილებელი წერილი

1918 წლის 15 მაისს გაგზავნილი ჩხენკელის წერილი ეროვნული საბჭოს პრეზიდიუმში სრულაიდ საიდუმლოდ უნდა წაეკითხათ. უნდა მიეღოთ წინასწარი თადარიგი. ჩხენკელი ყოვლად შეუძლებლად მიიჩნევდა ამ საგანზე საოლქო კომიტეტში ან ფრაქციაში ლაპარაკს. აკაკი ჩხენკელი სასწრაფოდ ითხოვდა ნოე ჟორდანიას ჩასვლას ბათუმში, შექმნილი მდგომარეობის სანახავად.

24 მაისი

აკაკი ჩხენკელის დეპეშა გიორგი კვინიტაძეს

ღამით ჩხენკელმა დეპეშა გაუგზავნა გენერალ კვინიტაძეს. წერდა, რომ მოვლენები ისე ვითარდებოდა, სასწრაფო იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება. როგორც ავალიშვილი იგონებს, ეს დეპეშა თავისი ხელით დაშიფრა გენერალმა ოდიშელიძემ.

მაისი

აკაკი ჩხენკელი გერმანიაში

დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე აკაკი ჩხენკელი გაჰყვა დელეგაციას ბერლინში, რათა 28 მაიისს ფოთში დადებული საქართველო-გერმანიის ხელშეკრულების რატიფიკაციისთვის შეეწყო ხელი და გერმანულ პოლიტიკურ წრეებში საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვის იდეა განემტკიცებინა. გერმანიაში ის რამდენიმე თვე დარჩა.

ივნისი

ქართულ დელეგაციის ხელმძღვანელი გერმანიაში

აკაკი ჩხენკელი ხელმძღვანელობდა  გერმანიის მთავრობის წინაშე მივლინებულ ქართულ დელეგაციას, რომელშიც შედიოდნენ ცნობილი ქართველი დიპლომატები და საზოგადო მოღვაწეები: ნიკო ნიკოლაძე, ზურაბ ავალიშვილი, სპირდონ კედია, კონსტანტინე გვარჯალაძე.

26 მაისი

აკაკი ჩხენკელის დანიშვნა საგარეო საქმეთა მინისტრად

ეროვნულმა საბჭომ დაამტკიცა საქართველოს დროებითი მთავრობის შემადგენლობა. ნოე ჟორდანიას განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრად დაინიშნა – აკაკი ჩხენკელი.

22 სექტემბერი

აკაკი ჩხენკელის მოღვაწეობა გერმანიაში

1918 წლიდდ 22 სექტემბერს, ბერლინში მყოფი როგორც საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო საქმეთ ამინისტრი გერმანიის მთავრობა მიმართავდა, ამჟღავნებდა მთელი გეოპოლიტიკური და გეოსტრატეგიული ფაქტების ცოდნას, ამასთანავე იმ საკითხებს წამოწწევდა წინ, რომელიც მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის. ეს იყო საქართველო-ოსმალეთის დავა საზღვრებზე.

29 სექტემბერი

საიდუმლო წერილი ნოე რამიშვილს

29 სექტემბერს მან ბერლინიდან საიდუმლოდ გამოუგზავნა წერილი ნოე რამიშვილს სადაც წერდა: “პირადათ საიდუმლოთ ძვირფასო ნოე, შენი წერილი მივიღე. მე აქ მინდა შევეხო ერთ დიდ საკითხს, რომელსაც კავშირი აქვს ყველა სხვა საკითხებთან. ეს არის საქართველოს დამოუკიდებლობა და ჩვენი მხედარი პოზიცია მის მიმართ. უნდა გამოვტყდე, არათუ ჩვენი პარტია საერთოთ, არამედ ხელმძღვანელნიც რაღაც რყევაში არიან, მათ თითქო არ სჯერათ გულის სიღრმეში დამოუკიდებლობის შესაძებლობა, ზოგს შეიძლება არცა სურს ეს. ასეთი ფსიხოლოგიური მიდრეკილება მთავარი მიზეზია ჩვენი უძლურებისა.”

1918 წელი

აკაკი ჩხენკელის წერილები ნოე რამიშვილს

ჩხენკელი ცდილობდა საქართველოს მთავრობისგან ყველაზე ნიჭიერი პოლიტიკოსების გაგზავნას ევროპაში, სადაც მათთან ერთად შეეცდებოდა საზოგადოებრივი აზრის შექმნას დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოზე. 1918 წლის შემოდგომაზე იგი გამუდმებით უგზავნიდა წერილებს ნოე რამიშვილს და აძლევდა მითითებებს თუ როგორ უნდა მოქცეულიყვნენ.

11 ოქტომბერი

აკაკი ჩხენკელის მცდელობა დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ევროპაში

აკაკი ჩხენკელი აღრმავებდა ურთიერთობებს იმდროინდელ ევროპელ სოციალისტებთან, რომლის ნაწილიც 1920 წელს ჩამოვიდა საქართველოში და აღფრთოვანდა ნანახით. 1918 წლის 11 ოქტობერს ჩხენკელი დეპეშას უგზავნის ბერლინიდან ციურიხში რუს მენშევიკს - პაულ აქსელროდს, თხოვს დახმარებას საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ევროპაში.

17 ოქტომბერი

დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით გაგზავნილი მემორანდუმი

1918 წლის 17 ოქტომბერს ჩხენკელი საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების თხოვნით მემორანდუმს უგზავნიდა შვეიცარიაში ინგლისისა და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩებს.

11 იანვარი

აკაკი ჩხენკელის საუბარი გაზეთ „საქართველოს რესპუბლიკასთან“

2020 წლის 11 იანვარს გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ აქვეყნებს საუბარს აკაკი ჩხენკელთან, სადაც ის საუბრობს ევროპის დამოკიდებულებაზე საქართველოსთან. აღნიშნავს, რომ ევროპის სახელმწიფოები ნელ-ნელა რწმუნდებიან ამიერკავკასიაში შექმნილი ახალი სახელმწიფოების სასიცოცხლო მომავალში: „ასეთი შეხედულების შემუშავებას ევროპის სახელმწიფოებში ხელი შეუწყო არა მარტო ლიბერალური და დემოკრატიული იდეების პროპაგანდამ, არამედ მოკავშირე სახელმწიფოების წარმომადგენელთა ინფორმაციამ კავკასიიდან, რომელთაც თავიანთ მოხსენებებში არ შეეძლოთ არ აღენიშნათ ამიერკავკასიის სახელმწიფოთა სიმწიფე ადრეულ საუკუნეებში, მაშინ როდესაც თვით რუსეთში ანარქია მძვინვარებდა“.

13 იანვარი

მოხსენება სახელმწიფო თეატრში

1920 წლის 13 იანვარს აკაკი ჩხენკელმა სახელმწიფო თეატრში მოხსენება გააკეთა საქართველოს დამოუკიდებლობის de facto-დ აღიარებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ „საქართველო აღსდგა მკვდრეთით“. მოიგონა საქართველოსთვის დაღუპული მეომრები, რომელთაც ნიადაგი მოამზადეს დამოუკიდებლობისთვის. მან მადლობა გადაუხადა მეზობლებს: აზერბეიჯანს, სომხეთს, სამუსლიმანო საქართველოს, ასევე არგენტინას, რომელმაც პირველმა აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა.

2 მარტი

აკაკი ჩხენკელი ბათუმში ჩატარებული არჩევნების შესახებ

1920 წლის 2 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა დამფუძნებელ კრებას ბათუმის ქალაქის არჩევნებში, ბრწყინვალე გამარჯვება მიულოცა. სიტყვით გამოვიდა ასევე აკაკი ჩხენკელი. მან აღწერა ის მძიმე გარემო, რომელშიც ჩატარდა არჩევნები, მაგრამ მიუხედავად ამისა ბათუმში გაიმარჯვა საქართველოს მთლიანობის პრინციპმა, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინად აღიარა სამუსლიმანო საქართველომ. დამფუძნებელ კრების სხდომაზე წარდგენილ იქნა რეზოლუცია, ბათუმის ოლქის საქართველოსთან განუყრელობაზე. გამოითქვა იმედი, რომ საქართველოს მთავრობა მიიღებდა სათანადო ზომებს.

29 მარტი

მოხსენება საქართველოს თანამედროვე მდგომარეობაზე

29 მარტს დეპუტატი აკაკი ჩხენკელი, რომელიც იმყოფებოდა კახეთში, დაბრუნდა. მან გააკეთა ვრცელი მოხსენება საქართველოს თანამედროვე მდგომარეობაზე, როგორც საშინაო ასევე საგარეო კუთხით ფართო აუდიტორიის წინაშე.

28 მაისი

აკაკი ჩხენკელმა სოხუმიდან მიიღო დეპეშა

1920 წლის 28 მაისს დეპუტატმა აკაკი ჩხენკელმა სოხუმიდან მიიღო დეპეშა: „გიგზავნით ფრონტისთვის ქართული ეროვნული საბჭოს სახელით 100 000 მანეთს და გთხოვთ, უყიდოთ ჩვენს სახელოვან გმირებს, რესპუბლიკის დამცველთ თქვენი სურვილისამებრ საჩუქრები“. ქართული ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ექიმი გროგოლია. აკაკი ჩხენკელმა აფხაზეთში სამადლობელი დეპეშა გაგზავნა".

1920 წელი

აკაკი ჩხენკელმა ლექციები წაუკითხა გლეხებს

1920 წლის აგვისტოში ფასანაურში ჩასულმა ჩხენკელმა საშინაო და საგარეო პალატის შესახებ ლექციები წაუკითხა შორეული სოფლიდან წამოსული გლეხებს, საზოგადო და სახელმწიფო დაწესებულებების წარმომადგენლებს.

1920 წელი

სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია საქართველოში

1920 წლის 14-30 სექტემბერს საქართველოს ესტუმრა მთავრობის მიერ მოწვეული სოციალისტური ინტერნაციონალის დელეგაცია. სოციალ-დემოკრატიულ ხელისუფლებას სურდა ევროპის ქვეყნებს მათი საშუალებით გაეგოთ ის რეალური ვითარება, რაც საქართველოში იყო, მისი განსხვავება რუსული აგრესიული სოციალიზმისაგან. მომავალში დელეგაციის წევრებმა აკაკი ჩხენკელს ბევრჯერ გაუწიეს დახმარება თავიანთ ქვეყნებთან კავშირების დამყარებაში,საერთაშორისო პრობლემების მოგვარებაში.

6 ოქტომბერი

აკაკი ჩხენკელის სახელობის სკოლა

1920 წლის 6 ოქტომბერს სენაკის ქალაქის თვითმმართველობამ დაადგინა, რომ სენაკის მე-2 დაწყებითი სკოლა აკაკი ჩხენკელის სახელობისა გახადოს.

24 ოქტომბერი

სახალხო გვარდიის მეორე ყრილობის გახსნა

1920 წლის 24 ოქტომბერს სახალხო სახლში ზეიმით გაიხსნა სახალხო გვარდიის მეორე ყრილობა. დამსწრეთა შორის იყვნენ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ს. მდივანი, კ. ჯაფარიძე, ა. ჩხენკელი, ი. რამიშვილი, შს მინისტრი ნ. რამიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ქარცივაძე და სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი ვ. ჯუღელის მეთაურობით. თავმჯდომარედ აირჩიეს ნ. ელიავა, რომელმაც თავის სიტყვაში ხაზი გაუსვა სახალხო გვარდიის დამსახურებას სამშობლოს წინაშე. მისივე წინადადებით საპატიო თავმჯდომარეებად აირჩიეს ნ. ჟორდანია და კ. კაუცკი.

31 ოქტომბერი

მოხსენება მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ

31 ოქტომბერს შედგა საქართველოს რესპუბლიკის კავშირების სეკრეტარიატის სხდომა. სხდომაზე იმსჯელეს მუშათა მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ. ამ თემაზე მოხსენება წაიკითხა აკაკი ჩხენკელმა.

12 ნოემბერი

ერთა ლიგაში საქართველოს მიერ მისავლინებელი დელეგაციის დამტკიცება

1920 წლის 12 ნოემბერს დამფუძნებელმა კრებამ აკაკი ჩხენკელის წინადადებით, დაამტკიცა ერთა ლიგაში საქართველოს მიერ მისავლინებელი დელეგაცია. დეპუტატი ლეო შენგელაია (ესერი) გამოვიდა საქართველოს ერთა ლიგაში შესვლის წინააღმდეგ.

18 იანვარი

სრულუფლებიანი წარმომადგენლი ევროპაში

1921 წლის 18 იანვარს მთავრობამ ევროპაში სრულუფლებიან წარმომადგენლად დანიშნა აკაკი ჩხენკელი.

1921 წელი

აკაკი ჩხენკელის დიპლომატიური მოღვაწეობა საფრანგეთში

როდესაც 1921 წლის თებერვალში საქართველო ბოლშევიკურმა რუსეთმა დაიპყრო, საქართველოს პირველი ელჩი საფრანგეთში ‒ აკაკი ჩხენკელი დიდი პატივით მიიღეს ელისეს სასახლეში, თავად ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ‒ მილიერანმა გადასცა მას ელჩის მანდატი, აქედან კიდევ ცამეტი წელი გაგრძელდა მისი დიპლომატიური მოღვაწეობა საფრანგეთში, მანამ, სანამ ქართული ლეგაცია არ გაუქმდა (1933 წ.), რომლის თავმჯდომარეც ის იყო. ლეგაციის გაუქმების შემდეგაც არ შეუწყვეტია აკაკი ჩხენკელს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის,

1921 წელი

აკაკი ჩხენკელის ვიზიტი იტალიის მეფე - ემანუილ III-სთან

როდესაც იტალიის მეფემ ემანუილ III-მ 1921 წლის ზაფხულში აუდენციაზე მისულ ჩხენკელს კითხვა დაუსვა, თუ რა ეროვნების, საიდან იყო და რა პროფესია ჰქონდა. მან უპასუხა: "ქართველი ვარ, სოხუმიდან." იტალიის მეფე ნამყოფი იყო როგორც სოხუმში, ასევე ქუთაისსა და თბილისში, ასე რომ, ჩხენკელს ორივე (ქუთაისიც და თბილისიც) შეეძლო დასახელებინა მშობლიურ ქალაქად: მისი მამა-პაპების კერა ქუთაისთან ახლოს, ხონში მდებარეობდა ( ჩხენკელები ხონიდან იყვნენ, ოღონდ აკაკის მამა აფხაზეთში იყო მღვდლად გამწესებული, იქ დაიბადა აკაკი და მისი უმცროსი და-ძმები), დამოუკიდებლობის წლებში კი ჩხენკელი თბილისში ცხოვრობდა, აქედან წავიდა ევროპაში, მაგრამ მშობლიური განცდა მას აფხაზეთის მიმართ ჰქონდა და იტალიის მეფესაც ასე უპასუხა.

1918 წელი

1918 წელი

იანვარი

15 მაისი

15 მაისი

24 მაისი

1918 წელი

1918 წელი

26 მაისი

22 სექტემბერი

29 სექტემბერი

1918 წელი

11 ოქტომბერი

17 ოქტომბერი

1919 წელი
1920 წელი

11 იანვარი

13 იანვარი

2 მარტი

29 მარტი

28 მაისი

1920 წელი

1920 წელი

6 ოქტომბერი

24 ოქტომბერი

31 ოქტომბერი

12 ნოემბერი

1921 წელი

18 იანვარი

1921 წელი

1921 წელი