ნოე ჟორდანია

საქართველის დემოკრატიული რეპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე

პოლიტიკაპოლიტიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

1919 - 19211919 - 1921
1917 წელს რუსეთის არმიას ამიერკავკასიის დატოვება მოუხდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ჯერ არ არსებობს სიტყვათა შეთანხმება: “საქართველოს მოქალაქე”, “მრავალწლიანი კატორღებისა და ციხე-გადასახლებების”, დაგროვებული განათლების, გამოცდილებისა და ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების დახმარებით, საბოლოოდ გადაწყდა, შექმნილიყო ქვეყნის თითოეული მომდევნო დღე: 1918 წლის 26 მაისს, სასახლის დარბაზში, საქართველოს ეროვნული საბჭოს პირველ სხდომაზე, ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოცხადდა.

ქვეყნისქვეყნის

პოზიციაპოზიცია

1918 წლის 28 მაისი1918 წლის 28 მაისი
ჯერ კიდევ მიმდინარე მსოფლიო ომის ფონზე, 1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის აქტით გაცხადდა ქვეყნის პოზიცია, ომიანობასთან დაკავშირებით: “საერთაშორისო ომიანობაში საქართველო მუდმივი ნეიტრალური სახელმწიფოა.” ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ რეგიონში, როგორიც სამხრეთ კავკასია იყო, ნეიტრალიტეტი ნაკლებად რეალური ჩანდა, მაგრამ მისი საჯარო დეკლარირება მკაფიოდ და ნათლად ცხადყოფდა ქართული სახელმწიფოს სამშვიდობო მისწრაფებას.
საქართველოს რესპუბლიკის საპარლამენტო პარტიები, საგარეო ორიენტაციისა და თავდაცვის სფეროში, თითქმის, ანალოგიურ პოზიციებზე იდგნენ. 1918 წლის 28 მაისს გაფორმებული თანამშრომლობის აქტი, გერმანიასა და საქართველოს შორის, აუცილებელ და დადებით მოვლენად აღიქვა, როგორც ეროვნული საბჭოს წევრების, ასევე ხალხის უმრავლესობამ.

საქართველოსსაქართველოს

შეიარაღებულიშეიარაღებული

ძალებიძალები

1918 წლის 2 ივლისი1918 წლის 2 ივლისი
1918 წლის 2 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი შეიარაღებული ძალების შექმნის შესახებ. ცნობილმა სამხედრო მოღვაწეებმა, გენერლებმა გიორგი კვინიტაძემ და ვასილ გაბაშვილმა „ქართული ჯარის რეორგანიზაციის პროექტი“ შეიმუშავეს, რომელიც რეგულარული არმიის დაკომპლექტების ტერიტორიულ პრინციპს ითვალისწინებს. ყოფილი წითელი გვარდია გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახალხო გვარდიად
გიორგი კვინიტაძე

ქართველი მხედარმთავარი, გენერალი.

ვასილ გაბაშვილი

ქართველი მხედარმთავარი, გენერალი.

ომი სომხეთთანომი სომხეთთან

1918წ. 30 ოქტომბერი1918წ. 30 ოქტომბერი
1918 წლის 30 ოქტომბერს, ომში დამარცხებულმა თურქეთმა (გერმანიის მოკავშირემ) ხელი მოაწერა ინგლის-საფრანგეთთან მუდრონის ზავს(კაპიტულაციას) და დატოვა ამიერკავკასიის ტერიტორია. თურქთა საჯარისო ერთეულები საქართველოს კუთვნილი ლორედან გავიდნენ. მყისვე შემოიჭრა არარატის რესპუბლიკის ჯარი.

ომი სომხეთთანომი სომხეთთან

1918წ. 30 ოქტომბერი1918წ. 30 ოქტომბერი
კურსი, რომელიც დიდწილად, აზრთა სხვადასვაობისა და ამიერკავკასიაში შექმნილი პოლიტიკური დაძაბულობის დახმარებით აიღო მთავრობამ, მთელ რიგ შემთხვევებში გამართლებული აღმოჩნდა. ნოე ჟორდანია, საქართველოს ეროვნული საბჭოს ახალი თავმჯდომარე, ანგარიშს უწევდა ოპოზიციური პარტიების კრიტიკულ გამოსვლებს, ცდილობდა კომპრომისული პოლიტიკისა და ტაქტიკის შემუშავებას. 1918-1921 წლებში საქართველოს დამოუკიდებელმა რესპუბლიკამ, შეძლო თავიდან აერიდებინა მეზობელი ქვეყნების შემოტევები
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დაიბრუნა ოკუპირებული ლორეს ოლქი, გაათავისუფლა აფხაზეთი აჯანყებულებისგან, შეინარჩუნა დუშეთისა და ბათუმის ოლქები. შეიქმნა 1921 წლის კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკაში, თითოეული ადამიანი თანასწორი იყო. ჩატარდა პირველი არჩევნები, რომელშიც ქალებს ხმის მიცემის უფლება ეძლეოდათ.
გიორგი მაზნიაშვილი

ქართველი მხედარმთავარი, გენერალი.

მმართველობის ფორმამმართველობის ფორმა

1918 წელი1918 წელი
საქართველოს პირველი რესპუბლიკის პირველი მთავრობა კოალიციური იყო. ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარე გახლდათ. მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, საკანონმდებლო ორგანო ერთი წლის ვადით ირჩევდა და რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლის სტატუსსაც ანიჭებდა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე ნოე რამიშვილი იყო, თუმცა მალევე ის ხალხის მოთხოვნით, ნოე ჟორდანიამ ჩაანაცვლა. ეს ერთ-ერთია იმ ნათელ მაგალითთაგან, რომელიც ქვეყნის დემოკრატიულობას უსვამს ხაზს.

შიდა პოლიტიკაშიდა პოლიტიკა

1918 წელი1918 წელი
თუმცა, საგრძნობლად განსხვავდებოდა საბჭოს წევრების აზრი საშინაო პოლიტიკასა და ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებასთან დაკავშირებით. აზრთა სხვადასხვაობა შედარებით აშკარა გახდა არჩევნების წინა და მომდევნო პერიოდებში. თუ სოციალ-დემოკრატებს რაიმე ნაბიჯის გამო, ერთი მხარე ბრალს სოციალისტური გეზის აღებაში ადანაშაულებდა, სოციალ-ფედერალისტები და ესერები, პირიქით, მთავრობას ბრალს სოციალისტური პრინციპებიდან გადახვევასა და ბურჟუაზიული პოლიტიკის გატარებაში სდებდნენ.

მმართველობის ფორმამმართველობის ფორმა

1918 წლის 26 მაისი1918 წლის 26 მაისი
ეროვნულმა საბჭომ, დასავლეთის დემოკრატიულ სახელმწიფოთა კონსტიტუციური ნორმებისა და პრაქტიკის შესაბამისად, ხელში აიღო საკანონმდებლო ორგანოს ყველა ფუნქცია: დამოუკიდებლობის დეკლარაციის გამოქვეყნებისთანავე ჩამოყალიბდა პარლამენტის წინაშე პასუხისმგებელი დროებითი მთავრობა.

პოლიტიკაპოლიტიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკასაქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა

1919 - 19211919 - 1921