ივანე ჯავახიშვილი ივანე ჯავახიშვილი

ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი ისტორიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი

1876-1940 1876-1940
ბიოგრაფია
1876 წლის თბილისი. 11 (23) აპრილს, ზნემტკიცე ოჯახში დაიბადა ივანე ჯავახიშვილი. მთელი ოჯახი იაზრებდა, რომ წიგნი მათი უერთგულესი მეგობარია, რომ ქართველმა უნდა იმეტყველოს და წეროს ქართულად და რომსამშობლოს სიყვარული არ უშლის ხელს კაცობრიობის სიყვარულს.
1895 წელს, ივლისის თვეში, ივანემ თბილისის პირველი გიმნაზია დაამთავრა და ამავე წელს, პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. ეს იყო ერთადერთი ფაკულტეტი, სადაც ქართული სიტყვიერების კათედრა ფუნქციონირებდა.
უნივერსიტეტში შესვლისთანავე, ივანე ჯავახიშვილი სათავეში ჩაუდგა სტუდენტთა ქართულ სათვისტომოს, რომლის წევრებიც, ქართული ენისა და კულტურის შელახული პოზიციების აღდგენას ცდილობდნენ. ეს ხდება მაშინ, როცა სტუდენტებს ადებინებდნენ ხელწერილს, რომლის მიხედვით, ისინი არ შეუერთდებოდნენ არანაირ საზოგადოებრივ ორგანიზაციას.
1901-1902 წლებში, ივანე ლექციების მოსასმენად ბერლინის უნივერსიტეტში მიიწვიეს. გერმანიაში ყოფნისას, მან გერმანულად გადათარგმნა „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“ და „აბო თბილელის წამება“. პროფესორი ა. ჰარნაკი მოხიბლული იყო, ივანეს ღრმა ცოდნით და სთხოვდა მას ბერლინის უნივერსიტეტში სამუშაოდ დარჩენილიყო, თუმცა, ივანე სამშობლოს დაუბრუნდა.


1906 წელს ივანე ჯავახიშვილი დაქორწინდა ერეკლე მეორის შთამომავალზე, ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანზე, რომელიც საქართველოში პირველი პროფესიონალი მევიოლინე ქალი და პაგანინის მოსწავლე იყო.
ანასტასიას და ივანეს სამი შვილი შეეძინათ: ნათელა, კახა და ალექსანდრე

 
1918 წლის
8 თებერვალი

თბილისისთბილისის

სახელმწიფოსახელმწიფო

უნივერსიტეტიუნივერსიტეტი

1917 წლის 12 მაისს, ეროვნული კომიტეტის მიერ მოწვეულ კრებაზე, განიხილა პირველი უნივერსიტეტის დაარსების საკითხი. 1918 წლის 26 იანვარს, პირველი უნივერსიტეტი საზეიმოდ გაიხსნა. უნივერსიტეტის პირველ წლებში, ივანე სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის დეკანი იყო. 1919 წლის 12 ოქტომბერს, პეტრე მელიქიშვილის თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ, ამა წლის 17 დეკემბერს, რექტორად ივანე ჯავახიშვილი დაინიშნა. 1921 წლის თებერვალში, როდესაც საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას საბჭოთა რუსეთის ჯარები შემოესია, ივანე ჯავახიშვილმა მტკიცე სოლიდარობა გამოუცხადა დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლებას და სტუდენტებს სულისშემძვრელი სიტყვით მიმართა: “შვილებო! ჩემი მოვალეობაა თქვენ წიგნისა და კალმისკენ მოგიწოდოთ, მაგრამ ერის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტები, როცა საჭიროა ყველაფერი განზე გადასდო და იარაღით ხელში მტერს მიეგებო. და აი, მეც თქვენ დღეს იარაღისკენ მოგიწოდებთ.
11933 წლის 17 თებერვალს, ჯავახიშვილი კვლავ დაუბრუნდა უნივერსიტეტს. ამ პერიოდში განახლდა დაუნდობელი ბრძოლა ივანეს წინააღმდეგ. ფაქტობრივად, თავისივე გამოზრდილმა “შვილებმა”, მათ შორის, ნიკო ბერძენიშვილმა და სიმონ ჯანაშიამ, ივანეს მეცნიერული სასამართლო მოუწყვეს; აკრიტიკებდნენ მის ნაშრომებს, მოსაზრებებს, სდებდნენ ბრალს. კულმინაციას წარმოადგენდა უნივერსიტეტის იმჟამინდელი რექტორის — კარლო ორაგველიძის, ჯავახიშვილისადმი მიმართული მკაცრი კრიტიკა.

1936 წლის 10 აპრილს, ჯავახიშვილმა განათლების სახალხო კომისარს წერილი გაუგზავნა, რომლის მიხედვით იგი უნივერსიტეტში მოღვაწეობას თავს ანებებდა. ეს იყო ივანე ჯავახიშვილისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უკანასკნელი დამშვიდობება.
 

დასასრული

1940 წლის 18 ნოემბერი. ხელოვნების მუშაკთა სახლში, ივანე ჯავახიშვილი ლექციას ატარებდა. შუა სიტყვაზე ამოიგმინა, დაუმთავრებელი წინადადება ბაგეებზე შერჩა, თუმცა, ადამიანი სიკვდილშიც იცნობა — სცადა საკუთარ თავზე კონტროლი არ დაეკარგა. დარბაზი დაიბნა, თავიდან მიშველებაც ვერ გაბედეს. პირველი სცენაზე აკაკი შანიძე აიჭრა. გაილია დიდი სიცოცხლე. ოთხ დღეს მთელი მშობელი ერის ცრემლების ზღვა მიაცილებდა მას.

კითხვაც ზედმეტია, სად უნდა მიებარებინათ ქართველი ერის მარადიული შვილი, თუ არა მისთვის ყველაზე ძვირფას ადგილას; ადგილას, რომელიც მის გარეშე არ იარსებებდა — ქართული უნივერსიტეტის ეზოში.