საქართველოს ეკონომიკა საქართველოს ეკონომიკა

საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკა

1918-1921 1918-1921

ეკონომიკური მდგომარეობა

1918 წლის 26 მაისს, დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდანვე, სახელმწიფოებრიობის შესანარჩუნებლად, მთავრობას უნდა ეზრუნა სწორი ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკის წარმართვაზე. თუმცა, ეს სულაც არ ყოფილა მარტივი ახლად გამოღვიძებული სახელმწიფოსთვის.

საქართველოს პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობაში წამყვან როლს სოციალ-დემოკრატიული პარტია ასრულებდა, რომლის პოლიტიკაც დამყარებული იყო ევროპულ სოციალიზმზე. პირველმა მსოფლიო ომმა და ეროვნულმა რევოლუციამ საქართველოს ეკონომოკური კრიზისი კიდევ უფრო გაამძაფრა.

ქართული ფული

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე დაუდგა დაუყონებლივ მოსაგვარებელი საკითხი - შემოეღო საკუთარი ფულის სისტემა და ნიშანი. მძიმე პოლიტიკური მდგომარეობა მოითხოვდა, რომ ყოველგვარი გართულება შინაურ ცხოვრებაში მთავრობას თავიდან უნდა აეცილებინა, რადგან საფრთხე მხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობას კი არ შეექმნებოდა, არამედ თვით ხალხის ფიზიკურ არსებობასაც.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონების ემისიის ცხრილი 1918 - 1921 წლებში

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბონების ემისია

1919 - 1921 წელი
თვეები 1919 წწ. 1920 წწ. 1921 წწ.
იანვარი - 85 107 400 1 293 552 000
თებერვალი - 198 690 100 7 282 530 000
მარტი - 339 919 400 -
აპრილი - 388 543 000 -
მაისი - 1 312 898 900 -
ივნისი - 1 162 558 200 -
ივლისი 3 750 000 135 893 920 -
აგვისტო 60 632 700 334 187 580 -
სექტემბერი 149 767 600 1 291 129 900 -
ოქტომბერი 120 731 490 1 315 409 500 -
ნოემბერი 228 433 250 515 128 800 -
დეკემბერი 73 372 060 683 846 200 -

საქართველოსსაქართველოს

სახელმწიფოსახელმწიფო

ბანკიბანკი

1919 წლიდან აქტუალური გახდა ქართული ეროვნული სახელმწიფო ბანკის შექმნა. 1919 წლის 31 დეკემბერს მთავრობამ მიიღო კანონი სახელმწიფო ბანკის დაარსების შესახებ, რისთვისაც ბიუჯეტიდან 50 მილიონი გამოიყო. 1920 წელს ბანკის ჩამოყალიბების პროცესი დასრულდა. სახელმწიფო ბანკის პრეზიდენტი გახდა იასონ ლორთქიფანიძე.

საქართველოს სახელმწიფო ბანკის ფუნქციები შემდეგნაირად განისაზღვრა:
  • ფულის მიმოქცევის გაადვილება;
  • ვაჭრობა-მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოკლევადიანი სესხების გაცემა;
  • ფულის სიმყარის განმტკიცება;
  • თამასუქების განაღდება, ყიდვა-გაყიდვა;
  • ანაბრების მიღება;
  • უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა და სხვა.
  • სახელმწიფო ბანკს მართავდა გამგეობა და საბჭო.
 
პირველი ქართული საფოსტო მარკა

პირველი ეროვნული საფოსტო მარკა გამოიცა 1919 წლის 26 მაისს.

პირველი ქართული ფულის ესკიზი - “მარჩილი”

ვალუტის ძირითად სახელად საქართველოში XVI საუკუნიდან გავრცელებული ფულადი ერთეულის აღმნიშვნელი ტერმინი - “მარჩილი” შეირჩა.

საგარეო ვაჭრობა

საგარეო ვაჭრობა საქართველოში 1918-1921 წლებში ფუთობით

1918-1921

ექსპორტი

ხუთი პროდუქტი, რომლებიც ყველაზე ხშირად გაჰქონდათ საზღვარგარეთ

იმპორტი

ხუთი პროდუქტი, რომლებიც ყველაზე ხშირად შემოჰქონდათ საზღვარგარეთიდან

ექსპორტ-იმპორტის მიმოხილვა ექსპორტ-იმპორტის მიმოხილვა

სტატისტიკა სტატისტიკა

1918-1921 1918-1921
1918, 1919, 1920 წლის საქართველოს ეკონომიკის ექსპორტ-იმპორტის გრაფიკული ანალიზი.
მონაცემები დათვლილია მანეთში
მლნ
2500
2000
1,500
1,000
500
2050
0
 
 
 
 
 
 
 

მონაცემები არ მოიძებნა

153,000,000
140,900,000
383,000,000
962,800,000
1,332,700,000
2,592,200,000
თარიღები
1918 წწ
1919 წწ
1920 წწ
ექსპორტი იმპორტი
მანეთი ფუთი

პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკა

1918-1921 წლებში, ნოე ჟორდანიას შეხედულებით, ეკონომიკურ პოლიტიკას ორი მიმდინარეობა ჰქონდა: ბოლშევიკური და ლიბერალური. ბოლშევიკური აღიარებდა სოციალისტურ რევოლუციას, სოციალიზმს. ლიბერალური კი, კაპიტალის ხელშეუხებლობასა და კერძო ინიციატივის ფართო უფლებებს. მთავრობის აზრით, მძიმე ფინანსური სიდუხჭირიდან გამოსავალი სახელმწიფოსთვის, ერობებისთვის, ქალაქებისთვის, კოოპერატივებისთვისა და კერძო კაპიტალისთვის მოქმედების თავისუფლების მინიჭება იყო.

დემოკრატიული საქართველოს ეკონომიკური რეფორმების სტრატეგია შემდეგი იყო: ფინანსური მეურნეობის მოწესრიგება; დამოუკიდებელი ფულადი ერთეულის შექმნა; საკუთარი ფულის მოჭრა და საბაჟო სისტემის შექმნა; სახელმწიფო კონტროლის ჩამოყალიბება; ზოგიერთი სახის საქონლის ექსპორტზე სახელმწიფო მონოპოლიის გამოცხადება; აგრარული რეფორმის სრულყოფილად ჩატარება და სოფლის მეურნეობის აღორძინება; შიდა და საგარეო რესურსების მოზიდვა; საგადასახადო სისტემის სრულყოფა; მართვა-გამგეობის გამარტივება; სასამართლო რეფორმის დასრულება; სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების შემცირება და შემოსავლების ზრდის ხელშეწყობა; კერძო ინსტიტუტების ხელშეწყობა და სხვა.

სახელმწიფო ბიუჯეტში მეტი თანხის მობილიზებისთვის ქვეყანაში გამოცხადდა სახელმწიფო მონოპოლია: მარგანეცის (ჭიათურა), ფოთლოვანი თამბაქოს, მატყლისა და აბრეშუმის პარკის (ძაფის, ყაჭის) ექსპორტზე. ამასთან, სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადდა საბადოები (გარდა ქვიშისა, თიხისა, უბრალო სამშენებლო ქვისა), სამკურნალო მადნეული აბანოები, წყლები და ტალახები. გარდა ამისა, სახელმწიფო მონოპოლიას დაექვემდებარა - "სათამაშო ქაღალდები" (ლატარია).

ვინაიდან საქართველო აგრარულ ქვეყანად მიიჩნეოდა, სახელმწიფოს ეკონომიკური აღორძინების ერთ-ერთ საფუძველს აგრარული რეფორმის სწორად წარმართვა წარმოადგენდა. აგრარული რეფორმა ორ ეტაპად წარიმართა: პირველი, მესაკუთრეებისათვის დადგენილ ნორმაზე მეტი მიწის ჩამორთმევა და მეორე, მიწის ფონდის დანაწილება და გლეხების საკუთრებაში სხვადასხვა ფორმით გადაცემა.
ეროვნული საბჭოს მიერ მიღებული კანონით დაარსდა 19 საბაჟო, რომელთაც განაგებდა ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტრო, მთავარი საბაჟოს მეშვეობით. საქონლის ყველაზე მეტი რაოდენობა იმპორტირებულია: რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, ინგლისიდან, ამერიკიდან, იტალიიდან და სომხეთიდან. ყველაზე მეტი საქონელი ექსპორტირებულია: აზერბაიჯანში, სომხეთში, რუსეთში, იტალიაში, ოსმალეთსა და ინგლისში. ყველაზე დიდი რაოდენობის საქონელი ექსპორტირებულია ფოთისა და სოხუმის საბაჟოებიდან. იმპორტის კუთხით გამოირჩეოდა ბათუმისა და ფოთის საბაჟოები.

ინფორმაციის ნაწილი ამოღებულია თამარ ათანელიშვილის დისერტაციიდან - "ეკონომიკური რეფორმები საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში". დისერტაცია იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.